"ძალიან ჰგავს დედას, ზღაპრული ბავშვია" - ანი ბებია და ილო ბეროშვილი შვილის, სემის ფოტოებს აქვეყნებენ - Marao

"ძალიან ჰგავს დედას, ზღაპრული ბავშვია" - ანი ბებია და ილო ბეროშვილი შვილის, სემის ფოტოებს აქვეყნებენ

2023-10-26 11:11:54+04:00

მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.

ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას პირველი შვილი, ჯერი, ორი წლის წინ შეეძინათ. სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც სემი დაარქვეს. წყვილის მეგობრები აღნიშნავენ, რომ სემი ძალიან ჰგავს დედას. "ზღაპრის გმირი", "ულამაზესია ეს ბავშვი", "ძალიან ჰგავს დედას" - წერენ კომენტარებში.