ზუკა ხუციშვილმა თავი საზოგადოებას ძალიან პატარა ასაკში გააცნო და შეაყვარა... მას შემდეგ ქართველი მსმენელი ხშირად ინტერესდებოდა მისი საესტრადო თუ პირადი ცხოვრების დეტალებით. მომღერლის რჩეული მისივე კლასელი ქეთუშა მანიაშვილი გახლავთ.
ზუკამ ქეთუშა მამის ნებართვის გარეშე დანიშნა, თუმცა გიოს ეს არ სწყენია. ხელი ფუნიკულიორზე სთხოვა, ქორწილი კი მცხეთაში ვარსკვლავების საყვარელ ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადა.
ამჯერად ზუკა ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობს:
„6 წელს ითვლის ჩვენი ოჯახური ცხოვრება და არაჩვეულებრივად ვართ. გამიმართლა ოჯახის შექმნაში, რადგან ძალიან დიდი სიყვარულია. ცხოვრებაში იდეალური არაფერია, მაგრამ ვთვლი, რომ ძალიან კარგი ოჯახი მაქვს. მგონია, კარგად ვიქცევი და ნორმალური ქმარი ვარ, რაც შეეხება ჩემს ცოლს, ის ჩემთვის იდეალურია…“