ვიდეო: ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძისა და ნატალია ქუთათელაძის ერთობლივი სიმღერა- "საამაყო ოჯახი, სამი თაობის მშვენება" - Marao

ვიდეო: ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძისა და ნატალია ქუთათელაძის ერთობლივი სიმღერა- "საამაყო ოჯახი, სამი თაობის მშვენება"

2023-10-27 10:48:38+04:00

ნანი ბრეგვაძე არაერთი ათეული წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის, გარდა ნიჭისა და ქარიზმისა, საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 86 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. 

საზოგადოება კარგად იცნობს ნანის შვილს, ეკა მამალაძეს და შვილიშვილს, ნატალია ქუთათელაძეს. ნატალია თვითონაც ფანტასტიკურად მღერის. თბილისში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი "ჯულიარდში" ჩაირიცხა და სწავლა იქ განაგრძო. თბილისში დაბრუნების შემდეგ ნატალია ხალხმა კიდევ უფრო შეიყვარა. 

ნანი, ეკა და ნატალია საზოგადოებაში ერთად ხშირად ჩნდებიან. ახლახან პოპულარულ ინტერნეტპლატფორმაზე „Tik tok“ მათი ერთობლივი შესრულების კადრები გავრცელდა.