„რამხელა სიყვარულით უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომ ერთადერთი სიცოცხლის მასთან გატარება გინდოდეს!" - მარიტა მელიქიშვილი გიორგი გასვიანს დაბადების დღეს ულოცავს - Marao

„რამხელა სიყვარულით უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომ ერთადერთი სიცოცხლის მასთან გატარება გინდოდეს!" - მარიტა მელიქიშვილი გიორგი გასვიანს დაბადების დღეს ულოცავს

2023-10-27 12:08:18+04:00

ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა რჩეულზე, მარიტა მელიქიშვილზე გასულ წელს იქორწინა. როგორც თავად არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მარიტას გაცნობისთანავე მიხვდა, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ უნდოდა: „გაცნობიდან ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო. შემდეგ მარიტამ მშობლებს უთხრა ჩვენი ურთიერთობის შესახებ და მათთვისაც მოულოდნელი იყო. მხოლოდ ეკრანიდან მიცნობდნენ. როდესაც მათთან მივედი, ძალიან კარგად მიმიღეს. მარიტა თეატრის მოყვარულია, ამიტომ არ გაჰკვირვებიათ მშობლებს, რომ ბედი ხელოვანს დაუკავშირა“ - ამბობდა ის.

სულ ცოტა ხნის წინ წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც გალაკტიონი დაარქვეს. პატარა გალა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და მის ფოტოებს გიორგისა და მარიტას გამომწერები მოუთმენლად ელოდებიან. 

ამჯერად გიორგი იუბილარია. ის 37 წლის გახდა. ტელეწამყვანმა და მსახიობმა უამრავი თბილი მილოცვა მიიღო. მეუღლეს დაბადების დღე მარიტა მელიქიშვილმაც მიულოცა: 

„რამხელა სიყვარულით უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომ ერთადერთი სიცოცხლის მასთან გატარება გინდოდეს! სწორედ ამ ძლიერი სიყვარულით მიყვარხარ და მეყვარები მთელი ცხოვრება...“ - წერს მარიტა მელიქიშვილი.