"რადგან სიყვარულსა მალვა უნდაო, ვმალე ვმალე, მაგრამ მაინც ვერ დავმალე" - რას წერს თათა გიორგობიანი რჩეულსა და მოულოდნელ ნიშნობაზე - Marao

"რადგან სიყვარულსა მალვა უნდაო, ვმალე ვმალე, მაგრამ მაინც ვერ დავმალე" - რას წერს თათა გიორგობიანი რჩეულსა და მოულოდნელ ნიშნობაზე

2023-10-27 14:26:16+04:00

მომღერალ თათა გიორგობიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის პოპულარული „ღამის შოუს ბენდიდან“ გახდა და მსმენელმა მალევე შეიყვარა. თათა ხშირად სტუმრობს სხვადასხვა გადაცემას და განვლილ ცხოვრებასა და წარმატებაზეც საუბრობს.

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია იმედის ეთერში „ღამის შოუს“ ანონსი გავიდა. როგორც ირკვევა, გადაცემის მსვლელობისას, თათა გიორგობიანს ხელი სთხოვეს.  თათას რჩეული ეკონომისტი და ბლოგერი კონსტანტინე მოსიძეა. ის ვი­დე­ო­ებს ხში­რად დებს და აქ­ტუ­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას რჩე­ვებს უზი­ა­რებს. 

"მადლობა მოლოცვისთვის! რადგან სიყვარულსა მალვა უნდაო, ვმალე, ვმალე, მაგრამ მაინც ვერ დავმალე. ჩვენც ბედნიერებას გისურვებთ ყველას, ყველას!" - წერს თათა.