"მაპატიეთ, რომ აქამ­დე ვდუმ­დი! მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ასო­ბით მე­სი­ჯი მომ­დის, მოკ­ვლით მე­მუქ­რე­ბი­ან! პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხი არ იმსახურებს სიჩუმეს!" - სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ღაზაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება - Marao

"მაპატიეთ, რომ აქამ­დე ვდუმ­დი! მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ასო­ბით მე­სი­ჯი მომ­დის, მოკ­ვლით მე­მუქ­რე­ბი­ან! პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხი არ იმსახურებს სიჩუმეს!" - სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ღაზაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

2023-10-27 16:00:47+04:00

ნახევრად პალესტინელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი საჯაროდ გამოეხმაურა ისრაელ-პალესტინის ომს მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" სამხრეთ ისრაელზე თავდასხმები დაიწყო.

"მაპატიეთ, რომ აქამ­დე ვდუმ­დი. ჯერ კი­დევ ვერ მი­პო­ვია სი­ტყვე­ბი იმ რთუ­ლი და სა­ზა­რე­ლი 2 კვი­რის აღ­სა­წე­რად, რო­მელ­მაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. ამ სი­ტუ­ა­ცი­ას არა­ერ­თი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა და მათი ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­დენ­და გავ­ლე­ნას. ბევ­რი მაქვს მო­სა­ყო­ლი, მაგ­რამ დღეს მოკ­ლედ ვი­ტყვი სათ­ქმელს.

ყო­ველ­დღი­უ­რად მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ასო­ბით მე­სი­ჯი მომ­დის, მოკ­ვლით მე­მუქ­რე­ბი­ან, ჩემი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი სა­ჯა­რო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ჩემი ოჯა­ხი უსაფრ­თხოდ აღარ გრძნობს თავს, მაგ­რამ ვე­ღარ გავ­ჩუმ­დე­ბი. შიში არაა არ­ჩე­ვა­ნი. პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხი და ბავ­შვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, რომ­ლე­ბიც ღა­ზა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, ჩვენს სი­ჩუ­მეს არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ. ჩვენ კი არა, ისი­ნი არი­ან მა­მა­ცე­ბი. გული მე­კუმ­შე­ბა ტკი­ვი­ლით, როცა ამ ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებ, ამას თა­ო­ბე­ბის ტრავ­მაც ერ­თვის. ღა­ზა­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის შე­დე­გე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ, თა­ნავუგ­რძნობ ყვე­ლა დე­დას, რო­მელ­მაც შვი­ლი და­კარ­გა და ყვე­ლა იმ ბავ­შვს, რო­მელ­საც და­ხო­ცი­ლი მშობ­ლე­ბის, დე­ბის, ძმე­ბის, ბი­ძე­ბის და მე­გობ­რე­ბის და­ღუპ­ვის გამო მარ­ტოს უწევს გლო­ვა.

გლო­ვა­ში ვუ­ერ­თდე­ბი ის­რა­ე­ლის ოჯა­ხებ­საც, რომ­ლე­ბიც 7 ოქ­ტომ­ბერს დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის მტკივ­ნე­უ­ლი შე­დე­გე­ბის გამო იტან­ჯე­ბი­ან. ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ნე­ბის­მი­ერ თავ­დას­ხმას ვგმობ, სა­დაც უნდა ხდე­ბო­დეს ეს. ქა­ლე­ბის და ბავ­შვე­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა და მათი და­ტე­რო­რე­ბა "თა­ვი­სუ­ფა­ლი პა­ლეს­ტი­ნის" მოძ­რა­ო­ბას არ და ვერ მო­უ­ტანს რა­ი­მე სარ­გე­ბელს. მტკი­ცედ მჯე­რა, რომ არ­ცერ­თი ბავ­შვი და ადა­მი­ა­ნი არ უნდა მო­ა­ცი­ლონ თა­ვი­ანთ ოჯახს, იქ­ნე­ბა ეს დრო­ე­ბით თუ გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით. ეს ებ­რა­ელ და პა­ლეს­ტი­ნელ ხალ­ხზე თა­ნაბ­რად ვრცელ­დე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხალ­ხმა იცო­დეს, რომ ძნე­ლია იყო პა­ლეს­ტი­ნე­ლი იმ სამ­ყა­რო­ში, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბას შე­უ­გუ­ე­ბე­ლი ტე­რო­რის­ტის გარ­და, არაფ­რად მი­გიჩ­ნევს, ძნე­ლია. ეს სა­ზი­ა­ნო და სა­მარ­ცხვი­ნოა.

მა­მა­ჩე­მი ნა­ზა­რეთ­ში 1948 წელს, ნაკბას წელს (750 000 პა­ლეს­ტი­ნე­ლის გა­და­სახ­ლე­ბის პე­რი­ო­დი) და­ი­ბა­და. როცა ის 9 დღის იყო, დე­და­მი­სი და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი პა­ლეს­ტი­ნა­ში თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბი­დან გა­ყა­რეს და მას შემ­დეგ დევ­ნი­ლე­ბად იქ­ცნენ. ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ას­თვის კი უკან დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა აღარ მი­უ­ცი­ათ. ჩემ­მა ოჯახ­მა თა­ვის თავ­ზე იწ­ვნია პა­ლეს­ტი­ნე­ლი ხალ­ხის 75-წლი­ა­ნი შე­ვიწ­რო­ე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ არა­ერ­თი თე­მის გა­ნად­გუ­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. ასე­ვე სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბე­ბი და ოჯა­ხე­ბის იძუ­ლე­ბით გაყ­ვა­ნა სახ­ლე­ბი­დან. პა­ლეს­ტი­ნის მი­წა­ზე და­სახ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა დღე­საც გრძელ­დე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის და თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის ყვე­ლა ერ­თად უნდა დავ­დგეთ და ჩვენს ლი­დე­რებ­საც ამის გა­კე­თე­ბა მოვ­თხო­ვოთ. ყვე­ლა რე­ლი­გია მშვი­დო­ბი­ა­ნია, მხო­ლოდ მთავ­რო­ბე­ბია კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი. ღმერ­თმა ყვე­ლა თა­ნას­წო­რი შექ­მნა და ყვე­ლა­ნი ერ­თნი ვართ. ყვე­ლა სის­ხლისღვრა და ადა­მი­ა­ნი ერ­თნა­ი­რი პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა ვიგ­ლო­ვოთ.

ღა­ზა­ში ახლა სას­წრა­ფო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო, ოჯა­ხებს წყა­ლი და საკ­ვე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­სავ­ლე­ლად და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბათ.

ომებს თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქვს და ის ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში და­ცუ­ლი უნდა იყოს.

ჩვენს ლი­დე­რებ­ზე ზე­წო­ლა უნდა გან­ვაგ­რძოთ და სა­დაც უნდა ვი­ყოთ, არ და­ვი­ვი­წყოთ, რომ ღა­ზას ხალ­ხს გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვს. უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ პა­ლეს­ტი­ნე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი ხალ­ხი არ გახ­დე­ბა ამ ომის მი­ვი­წყე­ბუ­ლი მსხვერ­პლი.

ჰუ­მა­ნუ­რო­ბის გვერ­დით ვდგა­ვარ, რად­გან ვიცი, რომ მშვი­დო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას ყვე­ლა ვიმ­სა­ხუ­რებთ", - წერს ბელა ჰა­დი­დი.