საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ სასამართლო პროცესზე ხალხის მხარდაჭერისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა. როგორც მან განმარტა, მის უმცროს შვილს, ელის-მარიას, ნაყინის ფულს არავის ახდევინებს:
„საზოგადოებისგან სიყვარულის, მხარდაჭერის ეს ფლუიდები მოდის ჩემთან ჩემი ახლობლების მეშვეობით. მაგალითად, თბილისში ჩემს ალისკას ნაყინში არავინ ახდევინებს ფულს და ესეც რაღაცის გამოხატულებაა.. ჩემი ებრაელი რძლის, ადინას გამოც და, ზოგადადაც, დიდი სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ებრაელ ხალხს, ჩემი რძალი უსაყვარლესი ადამიანია. მინდა ვუთხრა ყველას, რომ საქართველო ყოველთვის უნდა იყოს სამართლიანობის მხარეზე. ეს არის ბოროტების და სიკეთის ბრძოლა“,
