მომღერალ თათა გიორგობიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის პოპულარული „ღამის შოუს ბენდიდან“ გახდა და მსმენელმა მალევე შეიყვარა. თათა ხშირად სტუმრობს სხვადასხვა გადაცემას და განვლილ ცხოვრებასა და წარმატებაზეც საუბრობს.
ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია იმედის ეთერში „ღამის შოუს“ ანონსი გავიდა. როგორც ირკვევა, გადაცემის მსვლელობისას, თათა გიორგობიანს ხელი სთხოვეს.
„დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგახარებთ, რაც გადაცემაში მოხდება“. – ამბობს „ღამის შოუს“ წამყვანი გიორგი გაბუნია.
თათა გიორგობიანს ხელი სთხოვეს - ვინ არის მომღერლის რჩეული
თათას რჩეული ეკონომისტი და ბლოგერი კონსტანტინე მოსიძეა. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
მადლობა მოლოცვისთვის! რადგან სიყვარულსა მალვა უნდაო, ვმალე, ვმალე, მაგრამ მაინც ვერ დავმალე. ჩვენც ბედნიერებას გისურვებთ ყველას, ყველას!" - წერს თათა.
"რადგან სიყვარულსა მალვა უნდაო, ვმალე ვმალე, მაგრამ მაინც ვერ დავმალე" - რას წერს თათა გიორგობიანი რჩეულსა და მოულოდნელ ნიშნობაზე
როგორ ჩანს, მას შემდეგ, რაც თათასა და მისი რჩეულის ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი, კონსტანტინე მოსიძის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. ამის
შესახებ თავად თათაც წერს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ სოციალური ქსელის საძიებო სისტემაში ახალგაზრდა ეკონომისტის სახელი პოპულარულია: "არ შემეძლო, ესარ გამესთორა" - წერს თათა.