მუსიკოსსა და შემსრულებელს, ნატო გელაშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე არაერთი წელია, რაც ტელეეკრანსა თუ სცენაზე აქტიურად ჩანს. 28 ოქტომბერს კომპოზიტორს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.
„როგორც იქნა, გვეღირსა. 28ოქტომბერს „სტუმრად ნატოსთან“ – 35 წელი სცენაზე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა! ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი“, – დაწერა დათო ოქიტაშვილმა სოციალურ ქსელში.
საღამომ წარმატებით ჩაიარა, ორგანიზატორმა დათო ოქიტაშვილმა სტუმრებსა და გულშემატკივრებს საჯაროდ მადლობა გადაუხდა:
„ასეთი დაბნეული მართლა არასოდეს ვყოფილვარ. ამ საღამომ წამიყვანა სადღაც, ამქვეყნიერი არ ვიყავი. ვიტირე, ვიცინე, არ ვიცი, რა მჭირდა, რა დამემართა. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ამ სასწაული საღამოს რეჟისორს, ბაკურ ბაკურაძეს და მთელ მის გუნდს. მადლობა, მადლობა მაია ჯორჯაძეს, თაკო დოლაბერიძეს, ლილიკო ნემსაძეს, ყველა მონაწილეს. მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს. თბილისის მერიას, საკრებულოს, ტელეკომპანია „იმედს“. ჩემებს, კულტურის პალატას, ფატი დავითულიანს, ნინო კერესელიძეს, მარინა ვასაძეს და, რაც მთავარია, დღევანდელი დღის გმირს, ჩემს დას – ნატო გელაშვილს. ეს ყველაფერი სცენიდან უნდა მეთქვა, მაგრამ აქ არ ვიყავი, სადღაც ვიყავი, არ ვიცი, სად, მაპატიეთ." – წერს დათო ოქიტაშვილი.