"რა გონიერია, მგონი, მომავალი ლიდერია" - ელის-მარიას სახალისო ვიდეო დიდ მოწონებას იმსახურებს - Marao

"რა გონიერია, მგონი, მომავალი ლიდერია" - ელის-მარიას სახალისო ვიდეო დიდ მოწონებას იმსახურებს

2023-10-30 11:20:50+04:00

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. 

"ალისკას სკუტერზე გასეირნება და ჩემი ვარჯიში ერთად" - წერს ამჯერად სოფო ნიჟარაძე და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პატარას სკუტერით სეირნობა ძალიან მოეწონა: "კაბები უყვარს და ვარდისფერები, Pink is my favorite color-ო, იძახის" - აღნიშნავს სოფო. "საყვარელი! მისი პიროვნება უკვე ანათებს! ის ნამდვილად გახდება მომავალი ლიდერი", "საოცარი ბავშვია", "რა გონიერია" - წერენ კომენტარებში.