თაკო ჩხეიძე ქართველი მოდელი და დიზაინერია, რომელიც ასპარეზზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და ხალხის გული უმალვე მოიგო. თაკო განსაკუთრებით აქტიური „ინსტაგრამის“ ანგარიშზეა, სადაც მოგზაურობის ულამაზეს კადრებს თუ თავის მოვლის საშუალებებს ხშირად გვიზიარებს.
თაკო ჩხეიძემ ოჯახი თინეიჯერობის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე დიპლომატი რუსლან აბაშიძეა. დიპლომატიური საქმიანობის გამო წყვილი სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა - მათ სამი შვილი ჰყავთ. ოჯახის შექმნის მიუხედავად, თაკოს მოდელობაზე უარი არასდროს უთქვამს და დღემდე წარმატებული კარიერა აქვს.
ამჯერად თაკო მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოს აქვეყნებს.