ბიონსე
ბლუ აივის დაბადებამდე ბიონსე წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაორსულებას. მედია აქტიურად ავრცელებდა ჭორებს იმის შესახებ, რომ მომღერალი უნაყოფო იყო.
"როდესაც პირველად გავხდი ორსულად, ეს იყო ყველაზე მშვენიერი გრძნობა ჩემს ცხოვრებაში", - განუცხადა ვარსკვლავმა ოპრა უინფრის მოგვიანებით - „მის გულისცემას ვუსმენდი, სახელებს ვარჩევდი და ვფიქრობდი, ვის უფრო დამსგავსებოდა ჩვენი ბავშვი. თავს დედად ვგრძნობდი! მაგრამ ერთ-ერთი რუტინული გამოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ გული აღარ უცემდა... ერთი კვირით ადრე ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ახლა უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იყო“, - განაცხადა ბიონსემ -„ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ სასწრაფოდ წავედი სტუდიაში და ერთ საღამოს დავწერე სიმღერა Heartbeat („გულისცემა“), ეს ყველაზე სევდიანი კომპოზიციაა, რაც კი ოდესმე შემისრულებია."
გვინეტ პელტროუ
„ჩემი შვილები ყოველთვის მეკითხებიან, ეყოლებათ თუ არა ოდესმე ძმა ან და“, - თქვა გვინეტ პელტროუმ თოქ-შოუში. – „რა ვუპასუხო მათ? როცა მესამე შვილზე ვიყავი ორსულად, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა და კინაღამ მოვკვდი: გართულებები მქონდა. ბიჭებმა, რა თქმა უნდა, ამის შესახებ არ იციან“.
კორტნი კოქსი
კორტნი კოქსი აღიარებს, რომ ნაყოფის შენარჩუნება ყოველთვის უჭირდა. დიდი ხნის ნანატრი ქალიშვილის, კოკოს დაბადებამდე, კორტნის რამდენჯერმე მოეშალა მუცელი.
NBC News-თან ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ ძალიან რთულია საქმის კარგად შესრულება, როცა პირად ცხოვრებაში ტრაგედიას განიცდი: „მე კომიკოსი ვარ... როგორ შეგიძლია იცინოდე, როცა ასეთ რამეს გადაიტან.“თუმცა კორტნის გაუმართლა და 40 წლის ასაკში პირველი შვილის დედა გახდა.
სელინ დიონი
სელინ დიონისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის, რენე ანჟელილის პირველი ვაჟი 2001 წელს დაიბადა. თითქმის მაშინვე მომღერალმა გამოაცხადა, რომ შვილები გაჩენას კიდევ აპირებდა. მაგრამ ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა: წყვილს IVF-ის 6 ცდის გავლა მოუწია, სანამ სელინი კვლავ დაორსულდებოდა. ამჯერად ტყუპების მშობლები გახდნენ.
”ბიჭების დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე, სპონტანური აბორტი განვიცადე. გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და რამდენიმე დღეში მუცელი მომეშალა... მტკივნეული იყო: ფიზიკურადაც და ემოციურადაც. ვფიქრობ, რომ ვიმსახურებ ვიყო ბედნიერი.
ნიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი 10 წლიან ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. იმ დროს ნიკოლი სამი თვის ფეხმძიმე იყო. თუმცა სტრესის ფონზე მუცელი მოეშალა. მსახიობს ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე საუბარი არ უყვარს და წარუმატებელი ორსულობის შესახებ დამატებითი დეტალები არავინ იცის. თუმცა, ნიკოლი აღიარებს, რომ ოდესმე აუცილებლად ისაუბრებს იმაზე, რაც გადაიტანა.
ნაყოფიერების პრობლემების მიუხედავად, კიდმანი 41 წლის ასაკში დედა გახდა. კიტ ურბანთან მას ორი შვილი ჰყავს.