ფოტო: ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიის წითელ ხალიჩაზე, მეუღლესთან ერთად - Marao

ფოტო: ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიის წითელ ხალიჩაზე, მეუღლესთან ერთად

2023-10-30 22:45:18+04:00

პარიზში, სასტუმრო "შატლეში", "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი იყვნენ დასახელებული. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნეაპოლური კლუბის ორი წარმომადგენელია პრეტენდენტთა შორის.

საბოლოოდ კვარაცხელიამ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა. (წაიკითხეთ სრულად)

როგორც ცნობილია, ხვიჩა კვარაცხელიამ რჩეულზე, ნიცა თავაძეზე სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა. წყვილი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე ხვიჩა სწორედ მეუღლესთან ერთად მივიდა.