ფანები მას შემდეგ განცვიფრებულები არიან, რაც პოპ-ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ახალი ვიდეოანონსი გააზიარა ახალ მუსიკალურ კლიპთან დაკავშირებით. ისინი მომღერლის ახალმა იმიჯმა გააოცა, მუდამ ფორმაში მყოფი ვარსკვლავი ვიდეოში შესიებული სახითა და ფერმკრთალი ტუჩებითაა.
ახალ ვიდეოზე არ წყდებოდა ისეთი კომენტარები, როგორებიცაა: „ის ყოველწლიურად იცვლება“, „ღმერთო ჩემო, რა სჭირს ტუჩებზე, ხომ კარგადაა?“, „რატომ გახდა უეცრად სხვა ადამიანი?“
ნეგატიური გამოხმაურების მიუხედავად, ზოგიერთი ერთგული თაყვანისმცემელი ცდილობდა, დაეცვა მადონას შეცვლილი გარეგნობა, ერთ-ერთმა ფანმა დაწერა: "ის ყოველთვის მშვენიერია და ახლაც შესანიშნავად გამოიყურება“.
ერთი ადამიანი სხვადასხვა სახით
მადონამ პოპულარობა 1980-იან წლებში მოიპოვა, მას შემდეგ, რაც გამოუშვა ჰიტები, True Blue და Like A Virgin. იმ დროისთვის ის იყო მოდის ხატად წოდებული, გამოირჩეოდა მუდამ ექსტრავაგანტური ჩაცმულობით. შავი თვალის ლაინერი, წითელი მკვეთრი ტუჩსაცხი, ტანზე მომდგარი საუცხოო კოსტიუმები პოპ-ვარსკვლავის დამახასიათებელი ხელწერა იყო. დროის სვლასთან ერთად, ფანებმა მისი სახის ტრანსფორმაციაც შეამჩნიეს, განსაკუთრებით თვალშისაცემი კი დაბერილი ტუჩები და განსხვავებული სახის კონტურია. მომღერალი ნეგატიურ კომენტარებს ასე გამოეხმაურა: „ჩემთვის დიდი პატივია თქვენგან, მსგავსი კომენტარების მოსმენა. ამით ვხვდები, რომ აქტუალობა არასდროს დამიკარგავს“.