"ის ფიზიკურ გარდაცვალებამდე ბევრად უფრო ადრე იყო მკვდარი, მარტოობისა და სულის სიცარიელის განცდისგან” – ასე აღწერს არასრულფასოვნების კომპლექსს ფსიქოლოგი ელისაბედ მაკავოი, სიცოცხლით სავსე მერლინ მონროზე საუბრისას.
კაშკაშა ვარსკვლავის უკან კომპლექსებში ჩაძირული ქალი იდგა, რომელიც ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძოდა. სარკეში ჩახედვისას ყველა დროის ყველაზე სექსუალურმა ქერამ დაინახა საძულველი, „მახინჯი“, მორცხვი ქალი, რომლის ერთადერთი სურვილი ამ ცხოვრებაში სიყვარულის პოვნა იყო. მიუხედავად არაერთი წარმატებისა, მსახიობმა ბედნიერება ვერასდროს იპოვა.
ფსიქოლოგები „მერლინ მონროს სინდრომის“ აღწერით ცდილობენ ახსნან და გადმოსცენ ადამიანის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც თვალსაჩინო სოციალური წარმატების, კეთილდღეობისა და დიდების უკან იმალება გაუსაძლისი მარტოობა და სულის სიცარიელე. არავინ ცდილობს, უკეთ გაიცნოს ასეთი ადამიანი, რადგანაც მათთვის საკმარისია იმ დიდებულებით მინიჭებული აღტაცება და განცდები, რომლებიც ასეთი ადამიანის გამოჩენას მოაქვს ხალხისთვის. სწორედ ასეთი ტკივილის ხარჯზე ააკაშკაშა მერლინმა მთელი ეპოქა და შეძლო პატარა მშიშარა, სასოწარკვეთილი ნორმასგან მთელი მსოფლიოსთვის საჩუქრად გამოექანდაკებინა შეუდარებელი მერლინი, რომლის ცხოვრებაშიც, თუნდაც ხანმოკლედ, მაგრამ მაინც იყო ბედნიერებაც, სიყვარულიც და ბრწყინვალე დიდებაც. ეს ერთგვარი სულიერი გადაღლილობაა, რომელიც ემოციური გადაწვის სინდრომითაა ცნობილი - ემოციური გადაწვის სინდრომის მთავარი მიზეზი სულიერი გადაღლაა. სინდრომი ჩნდება, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს მასში არსებულ რესურსზე მეტ მოთხოვნას უყენებს ხანგრძლივი დროით. სწორედ ეს სჭირდა მერლინსაც, ის თავს აჩვენებდა ბედნიერ ადამიანად, რადგან ფიქრობდა, რომ ეს მისი ვალდებულება იყო - ხალხს სურდა ბედნიერი ვარსკვლავის ხილვა.
მათთვის, ვისაც ამ სინდრომისგან თავის დაღწევა სურს, უნდა მიჰყვეს შემდეგ რჩევებს:
- შეიყვარეთ საკუთარი თავი და მიიღეთ ისეთი, როგორიც ის რეალურადაა.
- ყოველდღიურად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, როგორც მენტალურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
- ეცადეთ იცხოვროთ ისე, რომ ირგვლივ ყველაფერი თქვენს მიზნებს, სურვილებსა და ამოცანებს დაემორჩილოს.
- ყოველდღიურად ეცადეთ გაზარდოთ და განავითაროთ საკუთარი თავი.
- დააფასეთ საკუთარი, აზრები, დამოკიდებულებები, იდეალები.
- მოუსმინეთ საკუთარ თავს და გქონდეთ მუდამ მისი იმედი.
- შეძლებისდაგვარად შემოუშვით საკუთარ ცხოვრებაში სიყვარული და სიკეთე.
- ეცადეთ დაიცვათ საკუთარი თავი დარდისგან, ტკივილისგან და ნეგატიური ადამიანებისგან.