გუშინ საფრანგეთში, პარიზში, ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა - სასტუმრო "შატლემ" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა. ქართველების ყურადღება კი ამ საღამოს ახალგაზრდა ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მეუღლის, ნიცა თავაძისკენ იყო მიპყრობილი.
საღამოს ისეთი ცნობილი ვარსკვლავები ესწრებოდნენ, როგორებიც ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ერლინ ჰოლანი და სხვები არიან. ცერემონიალზე განსაკუთრებული ყურადღება სტუმრების ჩაცმულობასაც ექცევა. ამის მაგალითია დევიდ ბექჰემი, რომელმაც არჩევანი Dior-ზე გააკეთა. მან და კილიან მბაპემ ერთი და იგივე სამოსი მოირგეს, განსხვავება მხოლოდ ფერი იყო.
რაც შეეხება "ოქროს ბურთის" მფლობელს, მესიმ Louis Vuitton-ი მოირგო.
ქართველმა ფეხბურთელმა, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, არჩევანი ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე შეაჩერა. ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს კი Alex Perry-ს შავი სადა კაბა ეცვა. მათ ზედმეტი პომპეზურობის გარეშე მოახერხეს, რომ იდეალურად წარმდგარიყვნენ ათასობით მაყურებლისა და გულშემატკივრის წინაშე.
რაც შეეხება ოქროს ბურთის მფლობელს ქალებს შორის, გამარჯვებული „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, 25 წლის აიტანა ბონმატი გახდა. მან არჩევანი Versace-ს შავ, სადა კაბაზე შეაჩერა. კაბა 2023 წლის შემოდგომის კოლექციიდანა.