პალომას მთელი ბავშვობა ამზადებდნენ დიადი ხელოვანის კარიერისთვის: შემოქმედი მშობლები, თანდაყოლილი ნიჭი, ოჯახის მეგობრები, რომლებიც მომავალს სხვადასხვა წარმატებულ გალერეაში უწინასწარმეტყველებდნენ... მაგრამ ყველაფერი ფუჭი აღმოჩნდა - გოგონა საკუთარ ბედს გაექცა და შვება თეატრებსა და ბაზრობებზე იპოვა.
მაშინ, როდესაც ექვსი წლის ასაკში პატარა პალომა ქუჩაში ტუჩებზე ნათელი ალისფერი ტუჩსაცხით გამოვიდა, გამვლელები დარწმუნებული იყვნენ, რომ გოგონამ დედის კოსმეტიკური ჩანთა მოიპარა. მაგრამ როდესაც მათ გაიგეს ბავშვის გვარი - პიკასო - ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა: ვინ, თუ არა ცნობილი მხატვრის, პაბლო პიკასოსა და მწერლის, ფრანსუაზა ჟილოტის ქალიშვილი...
ყველაფერი გოგონას ნათქვამი ფრაზით „მამამ მტრედით დამაძინა“ დაიწყო. პიკასოსთვის ქალიშვილისა და მტრედის მნიშვნელობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სახელი "პალომა" ესპანურიდან ითარგმნება, როგორც "მტრედი" და პიკასომ თავისი ქალიშვილისთვის სახელი აირჩია მშვიდობის საერთაშორისო კონფერენციისთვის დახატული ნახატის საპატივცემულოდ. მხატვრის გეგმის მიხედვით, მისი მემკვიდრე ჩიტივით უნდა გაფრენილიყო და თან თავისუფლება ეტარებინა, მაგრამ მისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი არ იყო.
მაშინ, როდესაც პალომა იზრდებოდა მწერლების, მხატვრების, დიზაინერებისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის გარემოცვაში, მეგობრობდა მათთან და ივიწყებდა ყველანაირი სახის აკრძალვას. მისი ხედვა ყოველდღიურად იცვლებოდა და ყალიბდებოდა. ის ხომ ივ სენ ლორანთან და კარლ ლაგერფილდთანაც კი მეგობრობდა. გოგონასგან ყველას განსაკუთრებული მოლოდინები ჰქონდა, მასაც ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდა, გარდა მხატვრობისა. როგორც კი ფუნჯი აიღო, ხალხმა მაშინვე დაიწყო მისი მამასთან შედარება.
„როგორც გავიზარდე, დავიწყე იმის გააზრება, თუ რამდენად რთულია, იყო პიკასო, - იხსენებს პალომა. - ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა მე და ჩემს ძმას, კლოდს, რომ თუ ხატვას ვისწავლით, აუცილებლად გავხდებით მხატვრები, როგორც ჩვენი მშობლები. როცა 14-15 წლის ვიყავი, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. მე ძალიან მეშინოდა, რომ თუ მხატვარი გავხდებოდი, მოლოდინები დამაკარგვინებდა ჩემს იდენტობას.“
გოგონას აღიზიანებდა მისადმი მიპყრობილი ყურადღება, ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ხალხი მისით დაინტერესებული. მისი გატაცება კოსტიუმების დიზაინის მიმართულებით მალევე დაიწყო. ამ დროს დაიწყო მისმა ნიჭმაც აღზევება. თავიდან ის უბრალოდ ეხმარებოდა კოსტიუმების დიზაინერებს, შემდეგ კი თავად გახდა კოსტიუმების დიზაინერი. მას შემდეგ, რაც 19 წლის პიკასომ ყალბი ბრილიანტებით კაბარეს მოცეკვავების ყელსაბამები ააწყო, ნამუშევარმა ყველა გააოცა. ამიტომ ის მთელ პარიზს აჩვენეს. პირადად წარუდგინა ნამუშევარი ივ სენ ლორანსაც.
სამწუხაროდ, მამის გარდაცვალებამ მასზე მძიმე ემოციური გავლენა იქონია, დიდი ხნის მანძილზე ის სრულიად უმოქმედო იყო. მდგომარეობიდან გამოსვლაში საიუველირო სახლ Tiffany & Co-სთან თანამშრომლობა დაეხმარა, მას ევალებოდა სამკაულებისთვის თავდაპირველი დიზაინის შეცვლა.
მისი კოლექციები სავსეა შუქით და ჩრდილებით, სხვადასხვა ფორმის ინსპირაციებით. ზოგიერთი ექსპერტი მუდმივად ცდილობს, პალომას სამკაულები მამის კუბიზმისკენ „გაიყვანოს“ და დააკავშიროს - მათი ნამუშევრები, ნაწილობრივ, ჰგავს კიდეც ერთმანეთს, მაგრამ, ამავე დროს, განსხვავებული ხედვა ყველა დეტალში იგრძნობა.