Spice girl-ის ვარსკვლავი ვიქტორია ბექჰემი და ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი უკვე 24 წელია, ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან. თუ ვინმეს შეუძლია გრძელვადიანი, სიყვარულით სავსე ოჯახით დაიკვეხნოს, ეს სწორედ ის წყვილია.
1998 წელს, მაშინ, როდესაც დევიდმა ვიქტორიას ხელი სთხოვა, ნიშნობის ბეჭედმა ბევრი ადამიანი აალაპარაკა. ეს იყო უძვირფასესი ყვითელი ალმასის ბეჭედი. ამ დროს ვიქტორიამ არ იცოდა, რომ საყვარელ მამაკაცზე დაქორწინების გარდა, ერთგვარ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, რაც ნიშნობის ბეჭდების კოლექციის ქონას გულისხმობდა. ამის შემდეგ, როდესაც წყვილი ერთად ყოფნის საიუბილეო თარიღებს აღნიშნავს, ფეხბურთელი ცოლს ახალი, განსაკუთრებული ნიშნობის ბეჭდებით ასაჩუქრებს.
ვიქტორია ბექჰემის სამკაულების პირად კოლექციაში სხვადასხვა ფერისა და ფორმის ბრილიანტს, მათ შორის, ვარდისფერსა და ყვითელ ბეჭდებს აღმოაჩენთ, თუმცა, ბრილიანტის გარდა, მომღერალი და დიზაინერი უძვირფასესი ზურმუხტის, საფირონისა თუ მთვარის ქვის ბეჭდებსაც ფლობს.
გთავაზობთ ვიქტორია ბექჰემის საქორწინო ბეჭდების კოლექციას: