"მგონი, ყველას ძალიან მოგწონთ ეს ულამაზესი წყვილი და იმიტომ გიჟდებით ასე. ნიცა სასწაული სილამაზისა და შარმის მქონე გოგოა და ვაღიაროთ, რომ თან ძალიან ეფექტური. ხვიჩა კიდევ ჩემთვის მესიცაა, რონალდოც, მარადონაც და პელეც! გმადლობთ, ნახვამდის. პ.ს ეცადეთ, გულით გაგიხარდეთ სხვისი წარმატება და ბედნიერება, იქნებ, ერთ დღეს თქვენთანაც მოვიდეს" - წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში და ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მეუღლის, ნიცა თავაძის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, 30 ოქტომბერს პარიზში ფეხბურთის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა - სასტუმრო "შატლემ" "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალს უმასპინძლა, სადაც ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად იმყოფებოდა. მათ სულ ცოტა ხნის წინ იქორწინეს და ცოლ-ქმრის ამპლუაში საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ.
გარდა იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა და ამით გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარა, ყურადღება მისი და ნიცას იმიჯმაც მიიქცია. წყვილი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა და სოციალურ ქსელში უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა.