ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის ძმასთან, გიორგი სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს კიევიდან აქვეყნებს - Marao

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის ძმასთან, გიორგი სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს კიევიდან აქვეყნებს

2023-11-02 11:23:01+04:00

უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმასთან, გიორგი სააკაშვილთან და მეგობართან, გიორგი აფციაურთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ისინი სააკაშვილის ღვინოს, რომელიც  SaakashviliWinery-ს სახელის ქვეშ იწარმოება,  კიევში წარადგენენ: " სა­ა­კაშ­ვი­ლის ღვი­ნო კი­ევ­ში იქნება დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში. მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმა, გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლი და ვანო აფ­ცი­ა­უ­რი წარ­მო­ად­გე­ნენ. ახა­ლი მო­სა­ვა­ლი! სა­ფე­რა­ვი, მუს­კა­ტი! შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ დღეს, ხვალ და ზეგ 10:00-დან 18:00 სა­ა­თამ­დე ბრო­ვარ­სკის გამ­ზი­რი - 15-ში, ან შე­უკ­ვე­თოთ ონლაინ" - წერს ის.