“ქალს ეს როგორ აკადრა”?! - ანუ ქალის როლი საქართველოს ცხოვრებაში" - ამ სათაურის ქვეშ ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა, ჟურნალ „ტაბულის“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გამომწერებს მიმართა და ისაუბრა როგორც სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე, ისე ქალის როლზე საჯარო ცხოვრებაში.
"დღეს "ფეისბუკზე" შემომივარდა უცხო ადამიანი, რომელმაც სექსუალური შინაარსის შეურაცხყოფა მომაყენა იმიტომ, რომ კრიტიკული გამოსვლა მქონდა, - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. - ჩემზე ეს პერსონალურად არ მოქმედებს, თუმცა ასეთი გამოსვლები კარგად მიუთითებს ჩვენი საზოგადოების პრობლემებზე. ამას მოჰყვა პარლამენტში კიდევ უფრო უარესი შემთხვევა. რატომ ითვლება ნორმად სექსუალური ნიშნით კომენტარები? ჩემთვის, პირადად, მიუღებელია ნარატივი - ქალს ასეთი რამ როგორ აკადრა? მე თანასწორობის მომხრე ვარ, რაც ნიშნავს, რომ არ ვითხოვ პრივილეგიებს" - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.