მომღერალი ლინდა ადამია საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობა მუსიკალურ პროექტ „X ფაქტორში“ მიიღო. მაშინ ლინდა 19 წლის იყო და სცენაზე ოთხი თვის ორსული გამოდიოდა, თუმცა ამას მისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.
ლინდა შვილთან, ჯარჯისთან და მეუღლესთან, დათუნა ყიასაშვილთან ერთად ცხოვრობს. დათუნა პროფესიით ტატუ-არტისტია. როგორც მომღერალი არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მეუღლე მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ლინდა წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. მისი გამომწერები განსაკუთრებით ხშირად აღნიშნავენ ლინდას ბოლოდროინდელი ცვლილების შესახებ, რაც წონის კორექციას უკავშირდება. როგორც ცნობილია, მომღერალმა ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც მისი ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეიცვალა, რის შესახებაც თავადაც ისაუბრა:
"25 ოქტომბერი - 1 წლის გავხდი. ეს იყო ყველაზე რთული გზა, რასაც კი ოდესმე შევჭიდებივარ და ეს ყველაფერი ამ სიხარულად და ახლად დაბადებად ღირდა. მთელი ცხოვრება დავით აბულაძის მადლიერი ვიქნები!“ - ამბობს ის.