ქართველ მომღერალს, ნინი ქარსელაძეს, საზოგადოება უკვე მრავალი წელია, იცნობს. ის ხათუნა ჟორდანიასა და თეკუჩა ქარსელაძის ოჯახში 1991 წლის 11 აპრილს დაიბადა. სამი წლის ასაკში პირველად ფრანგული სიმღერა „La belle dame sans regrets“ ჩაწერა. მე-5 კლასამდე სწავლობდა ფრანგულ კოლეჯში, შემდეგ კი სწავლა თბილისის 53-ე საჯარო სკოლასა და ბრიტანულ სკოლაში გააგრძელა. 1997 წელს ჯგუფ „სახესთან“ ერთად ჩაწერა დუეტი „წვიმად გადავიქეცი“. 1998 წელს დაიწყო დუეტების შესრულება ზუკა ხუციშვილთან ერთად. 1999 წელს „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა სიმღერა „ნინი და ქუჩის ბიჭები“. 2003 წელს ჩაწერა სიმღერა „ჩემი ქალაქი“ და სწორედ ამის შემდეგ გახდა განსაკუთრებით პოპულარული.
ნინი ქარსელაძე მეუღლესთან, თაზო ჯახუტაშვილთან ერთად
ნინი ქარსელაძე, მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე აქტიურად აღარ ჩანს, გულშემატკივრებთან კავშირს სოციალური ქსელით ინარჩუნებს და სიახლეებს პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის შესახებ სწორედ ამ გზით აზიარებს. ამჯერად კი ერთ-ერთი გულშემატკივრის წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ამ სიტყვებზე დიდი ბედნიერება არ არსებობს: