იტალიური წარმოშობის ფრანგი მოდელი კარლა ბრუნი 90-იან წლების ერთ-ერთი სიმბოლოა. წარმატებული სამოდელო კარიერიდან საფრანგეთის პირველ ლედობამდე ბრუნიმ დასამახსოვრებელი სტილის ხატი შექმნა.
კარლა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ონლაინ პლატფორმას მნიშვნელობვანი საითხბზე სასაუბროდ იყენებს. ამჯერად ყოფილი პირველი ლედი "ინსტაგრამზე" ვიდეოს აქვეყნებს და მამოგრაფიის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ბრუნის 90-იანი წლების იდევ ერთი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი შეუერთდა:
"ეს თემა დედაჩემთან ერთად გავიარე. ამიტომ, სრულად ვუჭერ მხარს ჩემი მეგობრის, კარლა ბრუნის მცდელობას, გაავრცელოს მესიჯი ყველა ქალისთვის: ადრეული გამოვლენა მნიშვნელოვანია! " - წერს მოდელი.