ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
ეკა კახიანი 59 წლისაა, თუმცა შვილების გვერდით თინეიჯერივით გამოიყურება. ხშირად აღნიშნავენ, რომ ის შესანიშნავად გამოიყურება, რაც, თავის მოვლასთან ერთად, გენეტიკის დამსახურებაცაა. ჟურნალ City Magazine Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ნინისა და ეკას ფოტოები სწორედ ის შემთხვევაა, როცა ძნელია, გაარკვიო, რომელია დედა და რომელი - შვილი.