"არაფერი მაწუხებს იმის გარდა, რომ ჩემი ქმრის მოკვლა მჭირდება, იმიტომ, რომ, როცა სუნთქავს, მგონია, რომ ჩემ ჯიბრზე სუნთქავს; ვერ ვუყურებ, ისე მაღიზიანებს..." - რას ამბობს ნუკი კოშკელიშვილი მეორე ორსულობის შესახებ - Marao
ქართველი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი და მისი მეუღლე ბენ ჰაიმი მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ნუკიმ ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ის მონაწილეობას ერთ-ერთ კულინარიულ შოუში იღებდა და აღნიშნა, რომ თუ ბავშვი ბიჭი იქნება, სწორედ მეწყვილის სახელს დაარქმევს.
ნუკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი და ბენის სიხარული გაიზიარა. ასევე თქვა ისიც, რომ ამ ორსულობას უფრო მომზადებული შეხვდა, იცის, რომ ფეხმძიმობა არ ნიშნავს ავადმყოფობას, ვარჯიშობს და ცხოვრებას ჩვეული რიტმით აგრძელებს, უბრალოდ ერთი უცნაური შეგრძნება აქვს: "არაფერი მაწუხებს იმის გარდა, რომ ჩემი ქმრის მოკვლა მჭირდება. მართლა მჭირდება, იმიტომ, რომ, როცა სუნთქავს, მგონია, რომ ჩემ ჯიბრზე სუნთქავს; ვერ ვუყურებ, ისე მაღიზიანებს... თუ გქონიათ მსგავსი რამ, გამიზიარეთ" - ამბობს ნუკი.