"დაბადების დღეს გილოცავ; რა მაგარია, ჩემი შვილი რომ ხარ" - ინგა გრიგოლიას ოჯახური კადრები და მილოცვა იუბილარ ქალიშვილს - Marao

"დაბადების დღეს გილოცავ; რა მაგარია, ჩემი შვილი რომ ხარ" - ინგა გრიგოლიას ოჯახური კადრები და მილოცვა იუბილარ ქალიშვილს

2023-11-03 12:35:40+04:00

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 4 იანვარს ბებია გახდა. მის შვილს, მარიამ გრიგოლიას, გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინია დაარქვეს. "ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა", - წერდა ინგა გრიგოლია.

მარიამ გრიგოლიამ 2017 წელს რჩეულზე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე იქორწინა. პატარა ნინია წყვილისთვის პირველი შვილია. სწორედ შვილისა და შვილიშვილის ფოტოებს აქვეყნებს ინგა გრიგოლია და ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს: "რა მაგარია, რომ ჩემი შვილი ხარ" - წერს ის.