ლეგენდარული მომღერლების ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს. უმშვენიერესი, უბერებელი ნანი ბრეგვაძე დღეს ძველი და ახალი თაობის საყვარელი მომღერალია და მისი შვილი ეკა მამალაძეც საზოგადოებისთვის არანაკლებ საყვარელი და ცნობილია. განსხვავებულ ჟანრში, თუმცა არანაკლებ წარმატებულად საქმიანობს ეკას ქალიშვილი, ნატალია ქუთათელაძეც.
ნატალია ეკა მამალაძეს მერაბ ქუთათელაძესთან მეორე ქორწინებაში შეეძინა. თავად ნატალიამ კი სულ რამდენიმე წლის წინ იქორწინა რჩეულზე, აჩიკო ჯაფარიძეზე. ისინი 2021 წელს პირველი შვილის, სანდროს მშობლები გახდნენ.
ნატალია სოციალურ ქსელში აქტიურია და ოჯახურ კადრებსა თუ კარიერულ წარმატებას ხშირად აზიარებს. ამჯერად კი დიდ მოწონებას მისი ახალი ფოტოები იმსახურებს.