"დედა, მამა და პატარა შარლოტი" - ხატია ბუნიათიშვილი მეუღლესა და შვილთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - Marao

"დედა, მამა და პატარა შარლოტი" - ხატია ბუნიათიშვილი მეუღლესა და შვილთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

2023-11-03 14:49:07+04:00

"მადლობა, ნიცა! რა მშვენიერი ქალაქია! ნიცას ოპერა 27.10.2023 ნიცას ფილარმონიის ორკესტრთან და ლიონელ ბრინგუიერთან ერთად - წერს პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს. მას კონცერტები საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ჰქონდა, სადაც შვილთან ერთად იმყოფებოდა. 

ხატია ბუნიათიშვილი პირველი შვილის, შარლოტის დედა 7 ივნისს გახდა. როგორც პიანისტის დედამ აღნიშნა, პატარა შვეიცარიაში დაიბადა. ხატიამ რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა მის შესახებ აქამდე საჯაროდ არ უსაუბრია.