"ორსულად ვიყავი, როცა მიმატოვა, 35 მანეთი მქონდა ხელფასი... ძალით შეართვევინეს ცოლი და მე დავრჩი ასე" - ლია კაპანაძე გია მატარაძესთან ურთიერთობის შესახებ - Marao

"ორსულად ვიყავი, როცა მიმატოვა, 35 მანეთი მქონდა ხელფასი... ძალით შეართვევინეს ცოლი და მე დავრჩი ასე" - ლია კაპანაძე გია მატარაძესთან ურთიერთობის შესახებ

2023-11-03 15:06:27+04:00

მსახიობი ლია კაპანაძე 1934 წლის 8 მარტს დაიბადა. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.

1959-70 წლებში იყო რუსთაველის თეატრის,1970-80 წლებში – მარჯანიშვილის თეატრის, 1980 წლიდან კი – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. მაყურებელს ის არაერთი ცნობილი როლით ახსოვს, მათ შორის: „ზღვის შვილები“ (ეთერი), „დიდი მწვანე ველი“ (პირიმზე), „ფერისცვალება“ (ნატო), „როცა აყვავდა ნუში“ (დედა), „დათა თუთაშხია“ (ეკა), „ძახილი“ (დეიდა ნინო), „კუკარაჩა“ (ინგას დაქალი) და სხვ.

ლია კაპანაძემ „ნიკოლოზის კითხვების“ ეთერში რე­ჟი­სორ გია მა­ტა­რა­ძეს­თან გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდ­ზე ისა­უბ­რა: 

"ექ­ვსი-შვი­დი წლის ვამ­ბობ­დი ჯერ კი­დევ, რომ არ გა­ვთხოვ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ერთი შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და. ჩემი შვი­ლის მამა იყო გია მა­ტა­რა­ძე. ის­ტო­რია კი ასე და­ი­წყო:

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გვი­ან გა­მო­ვე­დი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან და ვხე­დავ, დგა­ნან შოთა სხირტლა­ძე და ვი­ღაც ახალ­გაზრდა. გია გა­მეც­ნო, რო­გორც პირ­ველ­კურ­სე­ლი სტუ­დენ­ტი. გზა ფე­ხით გა­ვაგ­რძე­ლეთ და ამ სა­უ­ბარ­ში მი­მა­ცი­ლეს ნა­ხა­ლოვ­კა­ში, სახ­ლამ­დე.

მე­ო­რე დღეს, თე­ატ­რი­დან რომ გა­მო­ვე­დი, გია ისევ იქ იდგა. ასე მხვდე­ბო­და, ვსა­უბ­რობ­დით ხოლ­მე, ვსე­ირ­ნობ­დით. ვხვდებოდი, რომ ეს მეგობრობა სხვა ურთიერთობაში გადაიზარდა, თუმ­ცა ეს ამ­ბა­ვი ქორ­წი­ნე­ბამ­დე არ მი­სუ­ლა. უკვე ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, როცა ერთ დღეს მივ­ხვდი, რომ ორ­სუ­ლად ვარ. გიას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. ბოდიშს ვიხდი მისი მეორე მეუღლის, მარინა კახიანისა და მისი შვილის წინაშე, მაგრამ ეს სიმართლეა. ხალხი ხედავდა, რომ მე და გიას კარგი ურთიერთობა გვქონდა და ბევრი შურიანიც გამოჩნდა. როცა მე ორსულად ვიყავი, ერთ-ერთმა ადამიანმა გიას ძალით შეართვევინა "სუხიშვილების" მოცეკვავე, მე კი დავრჩი ასე ფეხმძიმე, ასეთ მდგომარეობაში მიმატოვა. ძა­ლი­ან რთულ სიტუაციაში აღ­მოვჩ­ნდი, 35 მა­ნე­თი მქონ­და მა­შინ ხელ­ფა­სი..." - იხსენებდა ლია კაპანაძე.