უკვერ ამდენიმე წელია ცნობილია, რომ სელენ დიონს ხისტი პიროვნების სინდრომი დაუდგინეს - იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც კუნთების სპაზმის გამოწვევა შეუძლია.
ემოციურ ვიდეოში კანადელმა მომღერალმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს დაავადება აიძულებს მომავალი კონცერტების გაუქმებას.
„სამწუხაროდ, ეს სპაზმები ცუდად მოქმედებს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე. ზოგჯერ სიარულიც კი მიჭირს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ დასუსტებული მაქვს ხმის იოგები. ამიტომ ვეღარ ვმღერი ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი“ - ამბობდა სელინ დიონი.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მომღერალი პირველად გამოჩნდა მედიასთან. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ სელინმა წონაში საგრძნობლად მოიმატა.
როგორც ცნობილია, სელინი სცენაზე დაბრუნებას არ აპირებს. ის მკურნალობის კურსს გადის და ამჯერად შვილებთან ერთად ჰოკეის მატჩს ესწრებოდა.