თორნიკე გოგრიჭიანს ქართული თეატრისა და კინოს მაყურებელი კარგად იცნობს. ბევრი აღიარებს მის ნიჭიერებას და პროფესიონალიზმს.
თორნიკე ფართო საზოგადოებამ სერიალით "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო. მოგვიანებით, მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ასევე პოპულარულ სერიალებში "ტიფლისი" და "ხელოვნური სუნთქვა". სულ ცოტა ხნის წინ კი, სხვა ქართველ მსახიობებთან ერთად, Netflix-ის ფილმში Extraction 2-ში მიღო მონაწილეობა, სადაც პარტნიორობას ცნობილ მსახიობს, კრის ჰემსუორთს უწევდა.
კარიერის გარდა, ყოველთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდა თორნიკეს პირადი ცხოვრება. მისი მეუღლე "ღიმილის ბიჭების" ვარსკვლავის, კახა ქორიძის ქალიშვილი, ნინო ქორიძეა.
ნინო ქორიძე 16 წლის ასაკში დავით კვირიკაძეს გაჰყვა ცოლად, რომელთანაც შვილი, ირაკლი კვირიკაძე შეეძინა. მათი ოჯახი მალევე დაინგრა. ნინო მეორედ 21 წლის ასაკში გათხოვდა- - მისი მეუღლე კოტე გოგელია იყო, თუმცა მათი ურთიერთობაც მალე დასრულდა.
თორნიკემ და ნინომ ერთმანეთი სერიალის - "გოგონა გარეუბნიდან" გადაღებებზე გაიცნეს. მათმა ურთიერთობამ თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - მაშინ თორნიკე 24 წლის იყო, ხოლო ნინო - 37-ის. წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს და ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავს.
ამჯერად თორნიკე გადაცემის "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" სტუმარია, სადაც ოჯახზე, კარიერაზე, კინოზე და შვილზე საუბრობს.