ძნელია, თანამედროვე კინო მერილ სტრიპის გარეშე წარმოიდგინოთ. ამერიკელი მსახიობი ცნობილია თავისი მრავალფეროვნები პერსონაჟებით - სტრიპი არის მრავალი აკადემიის, ოქროს გლობუსის, ტონის და ემის ჯილდოს მფლობელი და ხშირად აფასებენ, როგორც „თაობის საუკეთესო მსახიობს“.
"ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას. არავითარი სურვილი აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ, ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღიმილი არ ემეტება."
"წუთიც აღარ მემეტება მათთვის, ვინც მატყუებს და ცდილობს ასეთნაირად მმართოს. გადავწყვიტე, ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები, ფარისევლები, უსინდისოები და იაფფასიანი მლიქვნელები. ვერც სანახევრო ერუდიციას ვიტან და ვერც აკადემიურ კუდაბზიკობას."
"ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს."
"როდესაც გზა მარტივი და უეკლოა, კმაყოფილების განცდა გვიჩნდება. მაგრამ, დაბრკოლებები ხომ მაინც გარდაუვალია? დაბრკოლება არ გვეუბნება, რომ ჩვენი მიზნები მიუღწეველია, არამედ გვაძლევს საშუალებას, ვისწავლოთ, გავიზარდოთ და გავხდეთ ის, ვინც უნდა ვიყოთ."
"გიყვარდეთ თქვენი თავი, იყავით საკუთარი თავი და არასოდეს დანებდეთ."
"ახალგაზრდა ქალებს ვურჩევდი, ასე თავიანთ წონაზე არ ინერვიულონ. გოგონები ზედმეტად დიდ დროს ატარებენ ამაზე ფიქრში, ამასობაში კი მსოფლიოში უკეთესი რამ ხდება. ის რაც ამ სამყაროში გამოგვარჩევს, ჩვენი ძალაა. მეზიზღებოდა ჩემი ცხვირი. მაგრამ, მერე რა? ახლა ეს ასე აღარაა და ძალიან კარგია."
"უნდა მიიღოთ სიბერე. ცხოვრება მშვენიერია და როცა გვერდით ბევრი მეგობარი გვყავს, ამაში ყოველდღე ვრწმუნდებით - ეს საჩუქარია."