"დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა! არც მეგობარი, არც ძმაკაცი არც კოლეგა არ გამოხატავს იმ სიყვარულს, რაც მე მის მიმართ მაქვს! ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია, სოულმეითი, საიმედო, საამაყო! 100 წელი უნდა მყავდე კიდევ! მიყვარხარ ძალიან და სულ წარმატებული, ღიმილიანი და ბედნიერი უნდა იყო! რა ბედნიერებაა, რომ დაიბადე და ჩემი ნოდიკო ხარ" - წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში და ნოდიკო ტატიშვილთან ერთად გადღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ქართველი მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი 5 ნოემბერს 37 წლის გახდა. 2009 წელს ნოდიკომ მოიგო პროექტი „ჯეოსტარი“. 2013 წელს კი მან და სოფო გელოვანმა წარადგინეს საქართველო ევროვიზიის კონკურსზე მალმეში, შვედეთში. 2015 წლის ევროვიზიაზე, რომელიც ვენაში, ავსტრიაში გაიმართა, ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი ხუთკაციანი ქართული ჟიურის წევრები იყვნენ. მას აქტიური მუსიკალური კარიერა აქვს და წარმატებიტ აგრძელებს საქმიანობას ამ სფეროში.
ნინი შერმადინსა და ნოდიკო ტატიშვილს, გარდა მუსიკალური კვეთისა, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ნოდიკო ამ სფეროს სხვა ცნობილ წარმომადგენლებთანაც მეგობრობს და უცნობებისა თუ ნაცნობებისგან დღეს უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო.