ტელეწამყვანი და მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც პირადი ფოტოების გარდა, ქალებს სასარგებლო რჩევებს მენტალური გაძლიერებისა და თავის მოვლის შესახებაც აძლევს. " „ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ალექსანდრა პირველ ქორწინებაში გიორგი ხატიაშვილთან იმყოფებოდა. წყვილს ერთი შვილი, დემეტრე შეეძინა, თუმცა ეს ურთიერთობა მალე დამთავრდა. ორი წლის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრა მეორე შვილს ელოდებოდა, მას და ბიზნესმენ დავით კოდუას ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ვიქტორია დაარქვეს. სწორედ ვიქტორიას ორი წლის იუბილეს აღნიშნავს ის და კადრებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს.