ლევან წულაძეს საზოგადოება "ჭოლას" სახელითაც იცნობს. მისი მეუღლე კი ასევე ცნობილი და წარმატებული მსახიობი მანანა კოზაკოვაა. ლევანი, როგორც წესი, თეატრის კულისებიდან, მანანა კი - სცენიდან ხშირად ხვდება თეატრში მისულ მაყურებელს და მათ დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნის.
ამჯერად რეჟისორი დედაზე საუბრობს:
"დედაჩემმა 90 წლამდე იცოცხლა - სიბერეში, როცა დემენციის ნიშნები ჰქონდა, მივხვდი, რომ მის გონებას ყველაფერი სხვა ჩამოსცილდა და მხოლოდ მე დავრჩი მის ფოკუსში. საქართველოში არ ვიყავი, როცა ცუდად გახდა. კომაში დამიხვდა. ხელი რომ მოვკიდე, ვიფიქრე, რომ მიცნო. მგონია, გული ვატკინე იმით, რომ არ ვიყავი... მფარველი ანგელოზივით ჩუმად დამყვებოდა უკან... არაფერი არ ღირს იმად, რომ მშობელს გული ატკინო..." - ამბობს ლევან წულაძე.