მომღერალი დათო ხუჯაძის უფროსი ქალიშვილი მელანო ხუჯაძე იუბილარია, ის 14 წლის გახდა. დაბადების დღე ქალიშვილს დათო ხუჯაძემ სოციალურ ქსელშიც მიულოცა: "დღეს ჩემი მელანო 14 წლის გახდა" - წერს ის.
დათო ხუჯაძე
დათო ხუჯაძე 1975 წელს თბილისში დაიბადა, მუსიკალური კარიერა კი ბავშვობიდან დაიწყო. სტუდენტობისას შექმნა ჯგუფი "ფლეში", მოგვიანებით კი ჯგუფის "სახე" წევრი გახდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. 2000-იანი წლების დასაწყისში მან სოლო-კარიერა დაიწყო. მისი სიმღერის "მახინჯი ვარ“ კლიპი 2005 წლის საუკეთესო ვიდეორგოლად დაასახელეს. მომდევნო წლებში კი მან კარიერა რუსეთში გააგრძელა.
დათო ხუჯაძის ოჯახი
დათო ხუჯაძე პირველად ნათია ონიანზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი საერთო შვილი მელანო შეეძინათ, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა. მუსიკოსმა მეორედ ეკა დალაქიშვილზე იქორწინა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა. დათოს და ეკას ერთი ქალიშვილი, ილა შეეძინათ.