ნინი ბრეგვაძე ამერიკული "ვოისის" მეორე ტურში გადავიდა. სასიხარულო ინფორმაციას იგი გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს:
„ძვირფასო მეგობრებო, მე გავიმარჯვე ნოკაუტის ტურში და ძალიან ვამაყობ. მაგრამ გულწრფელად ვამაყობ არა იმიტომ, რომ გავიმარჯვე, არამედ იმიტომ, რომ მე ვიმღერე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა! მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის! ძალიან მიყვარხართ!“- წერს ნინი.
ნინის მიერ შესრულებულმა Radiohead-ის ცნობილმა ჰიტმა Karma Police დიდი მოწონება დაიმსახურა - „თუ ვინმეს შეუძლია Radiohead-ის სიმღერა, ეს არის ნინი“ – ასეთ წარწერას უკეთებს პროექტი ნინის გამოსვლას.
ნინიმ წარმატებით გაიარა წინა ტურებიც. მან ბრმა კასტინგზე ყველა მწვრთნელის შემოტრიალება შეძლო, საბოლოოდ კი, ნაილ ჰორანი აირჩია. რინგის ტურზე ნინიმ სოფია ჰოფმანთან ერთად Blondie-ის ლეგენდარული სიმღერა შეასრულა და მწვრთნელის ფავორიტიც გახდა. ნინის ნამღერის ქვეშ ხშირად წერენ, რომ ის ამ პროექტის ერთ-ერთი პოტენციური გამარჯვებულია.