ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, ძმებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.
ნატო გელაშვილი სულ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა - გიორგი ჭოხონელიძეს პირველი შვილი, ლუკა შეეძინა. მომღერალი შვილიშვილის ფოტოებს ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში.
ამჯერად ის პატარა ლუკას ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც შვილიშვილს თავის სიმღერას, „ჩემო ცისფერთვალება" უმღერის.