მომღერალი გიორგი ცხადაძე იუბილარია - ოჯახური იდილია, კარიერა და სიყვარულის ისტორია - Marao

მომღერალი გიორგი ცხადაძე იუბილარია - ოჯახური იდილია, კარიერა და სიყვარულის ისტორია

2023-11-08 12:05:56+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე ქართულმა საზოგადოებამ მუსიკალურ შოუ "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობის დროს გაიცნო. 

გიორგი ცხადაძე ხონში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, მაგრამ გიორგი ხშირად დადიოდა სოფელში ბაბუასთან:

"ხონ­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ მერე ჩემი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და. ბა­ბუა სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და და მას­თან რომ ჩავ­დი­ო­დი, მუდ­მი­ვად მეს­მო­და ლა­პა­რა­კი სოფ­ლის პრობ­ლე­მა­ზე. მხო­ლოდ ერთი ტრაქ­ტო­რი ჰყავ­დათ, მი­წის და­მუ­შა­ვე­ბას კი ყვე­ლა ჩქა­რობ­და. ეს ერთი ტრაქ­ტო­რი მო­ზღვა­ვე­ბულ საქ­მეს ვერ აუ­დი­ო­და და ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ­დი, რომ გა­ვიზ­რდე­ბო­დი, ტრაქ­ტო­რის­ტი გავ­ხდე­ბო­დი და ყვე­ლას ყა­ნას მე დავხნავ­დი. მსა­ხი­ო­ბო­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დავ­წყვი­ტე. ჩემს ოჯახ­ში ყვე­ლა­ნი მღე­რი­ან. მამა პირ­ვე­ლად ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე რომ ვნა­ხე, შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სახ­ლში გა­ვი­მე­ო­რე, რა­საც ის სცე­ნა­ზე აკე­თებ­და. მერე იყო "ერი­სი­ო­ნის" ცნო­ბი­ლი კლი­პი "შა­ტი­ლის ასუ­ლო", მერე რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რაც ჩავ­წე­რე. მოკ­ლედ, პო­პუ­ლა­რუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვცა­დე ბედი და გა­მი­მარ­თლა. ნუკ­რი ქან­თა­რი­ას ჯგუფ­ში აღ­მოვ­ჩნდი. დღეს ჩემი თავი სხვა სფე­რო­ში ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია. მცი­რე ხანს ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ოფის­ში რამ­დენ­ჯერ­მე სიმ­ღე­რა წა­მო­ვი­წყე და მივ­ხვდი, ჩემი ად­გი­ლი იქ არ იყო. 2 წე­ლია, "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში" ვთა­მა­შობ. აქ რე­ჟი­სორ­მა ირაკ­ლი გო­გი­ამ მო­მიყ­ვა­ნა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ადა­მი­ა­ნებს, რომლებთან ერ­თა­დაც ვმუ­შა­ობ, თა­ვი­ან­თი საქ­მე ძა­ლი­ან უყ­ვართ, თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მო­ბენ, მე ვგრძნობ ყვე­ლა პარტნი­ორს და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია" - ამბობდა გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გიორგი მაყურებელმა პირველად „ერისიონის“ კლიპიდან „შატილის ასულო“ გაიცნო. მოგვიანებით მსახიობობა აირჩია და დღეს ახმეტელის თეატრში მოღვაწეობს. რამდენიმე წლის წინ ოჯახი შექმნა და წყვილს უკვე პატარა გოგო ნენე ჰყავს. ცხადაძის მეუღლე ჟურნალისტი სალომე ლემონჯავაა. ახლა სალომეც და გიორგიც ტელეკომპანია "ფორმულაში" მუშაობენ.

გიორგი და სალომე ერთმანეთს სკოლის პერიოდიდან იცნობენ. წყვილმა რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. 

ამჯერად გიორგი იუბილარია. მსახიობს დაბადების დღე მეუღლემ და შვილმა მიულოცეს. "ინსტაგრამზე" კადრებს გიორგი თავად აზიარებს: - „06:30-ზე მომილოცეს ჩემმა გოგოებმა“ - წერს ის. ვიდეომ სოციალურ ქსელში ბევრი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.