ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს.
ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.
ის და დავით კაჭარავა ერთად ხშირად ჩნდებიან და დასვენების ან მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებენ. ცოტა ხნის წინ ქეთი ჟურნალ Ok-ის გარეკანზე გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ტანმოვარჯიშე მეორე შვილის მოლოდინშია.
ამჯერად ქეთი „ინსტაგრამზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს საკუთარ კვების რაციონს უზიარებს და რჩევებს აძლევს:
"კვებაზე მოგიყვებით, როგორც შეგპირდით.. ვჭამ ყველაფერს: ტკბილსაც, მწარესაც და ცომსაც, თუ მომინდა, ოღონდ 16:00-17:00-მდე. მერე მხოლოდ რძის პროდუქტი ხაჭო + მაწონი..
გამონაკლისი დღეებიც არსებობს, რა თქმა უნდა, მაგალითად, კვირაში ერთხელ სადმე თუ გავედით.. მაგრამ გვიან თუ ვჭამ, ძალიან ცუდად მძინავს. ისევ ჯობია არ ვჭამო. ვვარჯიშობ კვირაში 3-ჯერ
ვიღებ დიდი ოდენობით ცილას ყოველდღე. მაგალითად, ხან 2-3 მოხარშული კვერცხი, საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი, ლობიო, ბარდა, ოსპი... და აქ ერთ კაი რჩევას დაგიწერთ კიდევ ცალკე:
რძის პროდუქტი: ხაჭო, მაწონი, ყველი, რძე - ჯერ ვერ გავიგე რომელი ჯობია ვიყიდო, დაკარგული რომ არ ჰქონდეს სასარგებლო თვისებები. ხაჭო+ მაწონი, მაგალითად, ყოველ საღამოს ვჭამ და არ მომბეზრებია))
ხილი, ბოსტნეული - ბევრ ხილს და ბოსტნეულს ვერ ვჭამ. ამიტომ ვიკეთებ 3 ვაშლისგან ან ახლა სეზონურად ძალიან კარგია 2 ბროწეულისგან ფრეშს. კვირაში 3-ჯერ საშუალოდ. ოღონდ ბროწეული წყალში უნდა გაზავდეს, კუჭისთვის ასე ჯობია.
ნახშირწყლები: ნიგოზი ნუში, შვრია, წიწიბურა, ძირითადად აქედან რამე, რადგან მარტივი მოსამზადებელია.
წყალს ლიტრზე მეტს ვერ ვსვამ.
ასეთია ჩემი კვება, ოღონდ თუ მომინდა დღის მანძილზე ხაჭაპური 16:00-მდე, უარს არ ვეტყვი ჩემს თავს. ისედაც რამდენ რამეს ვიკლებთ ამ დროს.
და რა გვენატრება, ან რა გენატრებოდათ ორსულობაში ყველაზე მეტად, ეს კიდე ცალკე თემა იქნება.