ქართული საზოგადოებისთვის ნინო კირთაძის სახელი საკმაოდ ცნობილია. იგი 1992–1996 წლებში Agense France presse-სა და APAssociated Press -ის კორესპონდენტი იყო კავკასიაში. 1992-94 წლებში - საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი, ხოლო 1997 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს.
ნინო კირთაძის კარიერა
ჟურნალისტური საქმიანობის გარდა, მას ფილმებიდანაც იცნობენ. სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი რეჟისორის ფილმში მიუღია მონაწილეობა და არაერთ გამორჩეულ მსახიობთან ერთად უთამაშია.
- 1983: წიგნი ფიცისა რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1986: თოვლის ბაბუა (ფიფქია) რეჟ. მიხეილ ანთაძე
- 1993: დღე (მარკიზ მონტროზი) რეჟ. ლევან ღლონტი
- 1996: შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (ცეცილია აბაშიძე) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 2008: მეტეოიდიოტი (ლედი) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
მიღებული აქვს არაერთი ჯილდო:
- 2002: ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი
- 2002: რუდოლფ ვირბას პრიზი
- 2003: ოქროს I პრიზი
- ლუის მარკორელის პრიზი
- 2003: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ჯილდო
- 2005: გრან პრი Visions du Reel
- 2005:Templton Foundation - მთავარი ჯილდო
- 2005: ევროპული "ოსკარი" წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის
ნინო კირთაძის ცხოვრება
ნინო კირთაძე უკვე წლებია საფრანგეთში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ის შუადღის გადაცემის რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც საკუთარ გამოცდილებაზე, უცხოეთში ცხოვრებასა და ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა.
„უკვე 16 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ. აქ 1997 წელს ჩამოვედი. პირველი სამი თვე მეგობრებთან ერთად ვცხოვრობდი, სამი თვის შემდეგ ჩემი შვილიც ჩამოვიყვანე, ამიტომ წყნარი უბნის ძებნა დავიწყე.
ძალიან დიდხანს ვმუშაობდი ხალხურ ზღაპრებზე. ერთი საინტერესო რაღაც ვისწავლე ხალხური ზღაპრებიდან - რომ მიხვდე, ვინ ხარ, უნდა წახვიდე. ყველაფერი უნდა დატოვო, კომფორტის ზონა მიატოვო და მერე იწყება გზა, რომელიც არ არის მარტივი - სწორედ ეს გზა ავლენს ზღაპრის გმირს, ადამიანის ხასიათს, ვინ არის, რა შეუძლია და რა არ შეუძლია.
პარიზში რომ პირველად ჩამოვედი, საოცარი კონტრასტი შევნიშნე - საქართველოში სამოქალაქო ომი იყო, აქ კი სრულიად „აწყობილ“ ქვეყანაში მოვხვდი.
აქაც ხშირად მახსენდება თბილისი, თუნდაც მაშინ, როცა რაღაცის ნაცნობ სუნს ვგრძნობ. ძნელია, იმის თქმა, რა არის სახლი - ამდენი წელი გავიდა და ჩემთვის სახლად პარიზი იქცა.
ვიღაცამ თქვა, რომ ჩვენი ცხოვრება ილუზიებია და როცა რამდენიმე ილუზია ერთმანეთს ემთხვევა, ამას ვეძახით რეალობას" - ამბობს ნინო კირთაძე.