ბევრი ქალისთვის გარეგნული პარამეტრები და ნიშნები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ხშირად ცდილობენ, პლასტიკური ქირურგიითა თუ კოსმეტიკური საშუალებებით შეცვალონ ის, რაც არ მოსწონთ. ახლა ეს მიმართულება განსაკუთრებით განვითარებული და დახვეწილია. ამავდროულად, მსოფლიოში ბუნებრიობის მხარდასაჭერად სულ უფრო მეტი ქალი გამოდის, საკუთარი მაგალითით სხვებს მოუწოდებენ, რომ არც ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების შერცხვეთ და არც სხეულზე არსებული სხვადასხვა ნიშნის.
იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი თვლის, იმისათვის, რომ ქალი კარგად გამოიყურებოდეს და საინტერესო ადამიანი იყოს, მხოლოდ გარეგნობა არ არის საკმარისი. მისი თქმით, სილამაზე, გარეგნობა დროებითია, ქალს კი მიმზიდველს სულ სხვა რამ ხდის:
"სილამაზე ჭკუისა და განათლების გარეშე მოსაწყენია. შესაძლოა, ხუთ წუთში აღარავის ახსოვდე. იმისათვის, რომ საინტერესო ადამიანი იყო, მხოლოდ გარეგნობა საკმარისი არ არის. ნამდვილი სილამაზე იწყება იქ, სადაც ის წყვეტს სრულყოფილებას.” - ამბობს ბელუჩი.
წაიკითხეთ სრულად