თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში მწვანე სათვალით გამოჩნდა. მისმა განსხვავებულმა იმიჯმა კი მოწონება დაიმსახურა. როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ ქალაქისთვის ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ჩამოიყვანა, რომლებიც მოსახლეობას იანვრიდან მოემსახურება. სწორედ ამ სიახლის ფონზე გამოჩნდა კახი კალაძე მწვანე ფერის სათვალით.


კახა კალაძე თბილისის მერის ამპლუაში
2011 წლიდან კალაძე არის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. ამავდროულად იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი. არჩევნებში მან 53,63%-ით გაიმარჯვა. 25 ოქტომბერს პარლამენტმა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. 2013 წლის 20 ნოემბერს, ქართული ოცნების მეორე კაბინეტის დამტკიცებასთან ერთად, კალაძე აირჩიეს საქართველოს ვიცე-პრემიერად. მან ეს თანამდებობა შეუთავსა ენერგეტიკის სამინისტროს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიით (მე-2 ნომერი) მონაწილეობის გამო 9 სექტემბერს მინისტრის თანამდებობა დატოვა. 2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 26 ნოემბერს პარლამენტმა ახალი მთავრობა (გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით) დაამტკიცა, კახა კალაძე კი კვლავ ენერგეტიკის მინისტრი (და ვიცე-პრემიერი) გახდა.] 2017 წლის 10 ივლისს მან თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის კენჭისყრის გამო ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან თვითმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და 13 ნოემბერს გახდა თბილისის მერი. კახა კალაძე დღემდე იკავებს ამ თანამდებობას.
კახა კალაძის ბიზნესი
კალაძე მილანში მდებარე რესტორან „ჯიანინოს“ მფლობელია. ეს რესტორანი დაარსებულია 1899 წელს. იტალიის გარდა, მას ბიზნესი აქვს საქართველოში, უკრაინასა და ყაზახეთში. კახა კალაძემ 2007 წელს ჰოლდინგი „კალა კაპიტალი“ დააფუძნა და ინვესტირება სამი მიმართულებით - საბანკო, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში განახორციელა. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნოდა 45-პროცენტიანი წილი სს „საქჰიდრომშენში“, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჰოლდინგ „GMC ჯგუფზე“ გასხვისდა. დღეისათვის კახა კალაძე საქველმოქმედო ფონდ „კალა ფონდისა“ და „კალა კაპიტალის“ დამფუძნებელია.

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ წლების წინ იქორწინეს. მათ ოთხი ვაჟი, ლევანი, კახა, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავთ. ანუკიმ დაოჯახების შემდეგ სამოდელო კარიერაზე უარი თქვა და საკუთარი ბრენდი დააარსა. კახამ კი სპორტიდან ბიზნესსა და პოლიტიკაში გადაინაცვლა. წყვილი წლების მანძილზე არ კარგავს პოპულარობას. ისინი ყურადღებას განსაკუთრებულად გემოვნებიანი სტილითა და ჩაცმულობითაც იქცევენ. ხშირად ამბობენ, რომ თბილისის მერის გარეგნობაზე დიზაინერი მეუღლე ზრუნავს.
