მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სალომე, მოდელობის გარდა, ტელეწამყვანობას ითავსებს და უკვე წლებია, ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს.
სალომე მკაცრი მშობლების ხელში გაიზარდა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მშობლები ბევრ რამეს უკრძალავდნენ, მათ შორის, პირველ მეუღლესთან შეხვედრასაც. სალომეს თქმით, შესაძლოა სწორედ ეს აკრძალვა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პირველად ნაადრევად გათხოვდა.
"საოცარი წყვილი" - სალომე ღვინიაშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
17 წლის ასაკში სალომე ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.
3 წლის შემდეგ სალომე ტატოს გაშორდა და წლების შემდეგ მის ცხოვრებაში ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი გამოჩნდა. დღეს სალომეს წარმატებული კარიერა აქვს. ქართველ ხალხს სალომე გამორჩეულად უყვარს. ის შესანიშნავი დედაა და დროს ბავშვებთან ერთად ხშირად ატარებს.
"დედის ასლი, უმშვენიერესი ნიტა" - სალომე ღვინიაშვილი ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
სალომეს უფროსი ბიჭი დათუნა აბულაძე უკვე 19 წლის არის. მასზე სულ რამდენიმე დეტალია ცნობილი. წელს სალომემ შვილს დაბადების დღე ემოციური სიტყვებით მიულოცა. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ, რადგან სალომემ ბიჭი ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდში გააჩინა. ბიჭი მართლაც ძალიან ჰგავს დედას...
„17 წლის ვიყავი, როცა დათუნა დაიბადა, ერთი წლით პატარა, ვიდრე თვითონ არის დღეს. ყველაფრით დავიმსგავსე. ალბათ, ამიტომაც ვუგებთ ყველაზე კარგად ერთმანეთს. გილოცავ დაბადების დღეს!
სალომე ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე მეუღლესთან, ზურა ხიზანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
"ოჯახური პორტრეტი" - სალომე ღვინიაშვილი შვილებთან და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
სალომე გადაცემაში „პრაიმ შოუ“ შვილების შესახებაც საუბრობდა:
„ჩემი შვილი ტასუნა ამჟამად დამოუკიდებლად არის ინგლისში, სწავლობს და მუშაობს ერთ-ერთ კაფეში. ასევე, კვირაში ერთი დღე ბავშვები ფსიქოლოგიაში უნდა მოამზადოს. მოკლედ, ძალიან ამაყი დედა ვარ” – ამბობდა ის.
ამჯერად სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება - როგორც ჩანს, სალომემ შვილს სიურპრიზი გაუკეთა და ლონდონში ჩააკითხა.