"ეს ურთულესი პერიოდი იყო და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგ იყო გაერთიანებული" - ვიქტორია ბექჰემი - Marao

"ჩემი ცოლი 10 ახალ კაბას ყიდულობს, მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომელიც ერთი ევრო ღირს" - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ოჯახური იდილიის საიდუმლო ამოხსნილია

2023-11-09 18:58:15+04:00

49 წლის მომღერალი და დიზაინერი მზადაა სრულყოფილი სხეულის დევნაში დაღლილობამდე მიიყვანოს თავი. ამაზე დევიდ ბექჰემის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოც მეტყველებს.

Spice Girl-ის ყოფილი მომღერალი ხშირად ვარჯიშობს საკუთარ სავარჯიშო დარბაზში მეუღლესთან ერთად. იგი მიჩვეულია მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებს ტონის ფიგურის შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს დაღლილი ვიქტორია ძირს დავარდა. სწორედ ამ მომენტში გადაუღო მას ფოტო დევიდმა და „ინსტაგრამზე“ ატვირთა. 

ვიქტორია ბექჰემის 15 ნიშნობის ბეჭედი და უძვირფასესი კოლექცია: რატომ და როდის ჩუქნის დევიდ ბექჰემი ცოლს ნიშნობის ბეჭდებს 

„ჩემი მეუღლე დრამატული არ არის, მაგრამ ასე მოხდა დღეს დილით”, - განმარტა დევიდმა.

ვიქტორიას დრამატული განწყობა ვარჯიშის შემდეგ განპირობებულია იმით, რომ დიზაინერს ახალი კარიერული ნაბიჯი ელის. Netflix-ზე მისი მეუღლის, ბექჰემის შესახებ დოკუმენტური სერიალის წარმატების შემდეგ მედია უფრო ინტენსიურად განიხილავს მის პირად ცხოვრებას.

სტრიმინგ პლატფორმაზე გამოშვებულმა ოთხნაწილიანმა სერიამ მაყურებელს წყვილის ცხოვრებაზე ექსკლუზიური წვდომა მისცა. ფილმი ასევე ასახავს დევიდის სპორტულ მოგზაურობას "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდიდან ამერიკამდე.

"ეს იყო ჩვენთვის უმძიმესი პერიოდი... ორივე ვგრძნობდით, რომ ერთმანეთს კი არ ვკარგავდით, არამედ ერთად ვიძირებოდით. არასდროს ვყოფილვარ უფრო უბედური, ვიდრე მაშინ“ - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების აქამდე უცნობი კადრები, ისტორიები და სკანდალები: მოდისა და სპორტის ყველაზე გავლენიანი წყვილის ცხოვრება 

სერიალში ისაუბრეს ფეხბურთელსა და მის მაშინდელ პირად მდივანს, რებეკა ლუსს შორის სავარაუდო რომანის შესახებაც. რამაც რებეკას გაღიზიანება გამოიწვია. მისივე თქმით, არასდროს მიეცა შესაძლებლობა, მომხდარის საკუთარი ვერსია მოეყოლა.

"ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ მის­მენ­და, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი მის სა­ჭი­რო­ე­ბებს", - ამბობდა ვიქტორია. მისივე თქმით, ღალატზე აქამდე არასდროს უსაუბრია, რადგან დევიდის საფეხბურთო კარიერას უფრთხილდებოდა.  

„ამბობდნენ, რომ ერთად დიდხანს ვერ ვიქნებოდით, თუმცა...“ - დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების 23 წლის იუბილეს აღნიშნავენ 

"ეს ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო და ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, მე და დე­ვი­დიც ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ვი­ყა­ვით. მად­რი­დამ­დე ერ­თი­ა­ნი გუნ­დი ვი­ყა­ვით. მარ­თა­ლია, ყვე­ლა ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ერ­თად ვი­ყა­ვით და ერ­თმა­ნე­თის იმე­დი გვქონ­და. ეს­პა­ნეთ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ კი, თით­ქოს ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით და გვერ­დში არა­ვინ გვყავ­და. ეს ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია, ვერც კი აღვწერ, რა რთუ­ლი იყო და რო­გორ იმოქ­მე­და ამან ჩემ­ზე".

პროდიუსერები ვიქტორიას შესახებ ახალი სერიალის გადაღებას გეგმავენ. „ეს იქნება დოკუმენტური ქრონიკა იმის შესახებ, თუ როგორ ააშენა ვიქტორიამ მოდის და სილამაზის იმპერია.

„შესაძლებელი იქნება იმის დანახვა, თუ რამხელა ძალისხმევა დახარჯა მან საკუთარი თავის ხელახლა შექმნაში“ - ნათქვამია პროდიუსერების განცხადებაში.

ვიქტორიას და დევიდს რომ შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვთ, ამაზე დევიდის ბოლოდროინდელი ინტერვიუებიც მეტყველებს: "ვიქტორიათი ძალიან ვამაყობ. მან, Spice Girls-ი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გოგონების ჯგუფი დატოვა, რომ დიზაინერი გამხდარიყო და წარმატებას მართლაც მიაღწია. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელია. 

როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა" - ამბობდა დევიდ ბექჰემი.