მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
ამჯერად სოფო ნიჟარაძე ელის-მარიასთან ერთად "ევროპულ საბავშვო ბაღში" გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ალისკას პირველი გამოფენა მოეწყო:
„არაფრით არ ჩამოვალ აქედან“ - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს გვიზიარებს
სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.
2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.
შვიდი წლის ასაკში სოფო ჯანსულ კახიძემ შეამჩნია და მიიწვია ფილმში "იავნანამ რა ჰქნა", სადაც მან ცნობილ ქართველ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა. ამავე პერიოდში სოფო მიიწვიეს საბავშვო სტუდიაში, "ბასტი-ბუბუს" სოლისტად, სადაც მან შეასრულა არაერთი წამყვანი პარტია სპექტაკლებში, შოუებსა და ტელეპროექტებში. ცხრა წლის ასაკში სოფომ საფრანგეთის საელჩოს წვეულებაზე შეასრულა მსოფლიო ჰიტი "Sous Le Ciel De Paris". ფრანგი ჟურნალისტი ბერნარ პივო აღფრთოვანებული დარჩა სოფოს ვოკალური მონაცემებით და იგი თავის გადაცემაში TV5 მიიწვია.
ელის-მარია სააკაშვილი მამას დაბადების დღეს სიმღერით ულოცავს
1995 წელს სოფო გახდა საერთაშორისო ფესტივალის, "ბროლის ნაძვის" ლაურეატი ნომინაციაში "საუკეთესო ვოკალი". მომდევნო წელს იტალიაში, მილანში - "ბრავო-ბრავისიმოს" ლაურეატი. ამას მოჰყვა ხუთწლიანი კონტრაქტი იტალიაში და იქაურ პროდიუსერთან, კლაუდიო ბანდერასთან თანამშრომლობა. ამავე წელს სოფომ მიიღო ქართული ფესტივალის, "ლიგის" სპეციალური პრიზი სიმღერისთვის "О тебе". ასევე იყო საერთაშორისო ფესტივალის, "ბროლის ნაძვის" მონაწილე, რომელიც რუსეთში, მოსკოვში გაიმართა (მოსკოვის 850 წლისთავი).
1999 წელს, "პუშკინის დღეების" იუბილეს ფარგლებში, საუკეთესო ვოკალისთვის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. ასევე გადაეცა თბილისის მერიის დიპლომი "უნიკალური ვოკალური მონაცემები".
2000 წელს დაჯილდოვდა "ოქროს ვარსკვლავით" საუკეთესო ვოკალისთვის კინოსტუდია "ფორტესა" და სტუდია "ვარსკვლავური კიბის" მიერ. იმ წელს სოფომ წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, პარალელურად კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სასწავლებელი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზია ვოკალისა და ფორტეპიანოს განხრით. იმ წლებში სოფო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი და იმჟამინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიანტი იყო.
2001 წელს სოფომ სწავლა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში და გნესინების მუსიკალურ სკოლაში გააგრძელა. მოსკოვში სწავლის პარალელურად თამაშობდა მთავარ როლებს სპექტაკლებსა და მიუზიკლებში, როგორებიცაა: "ჩხიკვთა ქორწილი", "რომეო და ჯულიეტა", "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი". ჯერ კიდევ "ჩხიკვთა ქორწილში" სოფო შეამჩნია კატერინა ფონ გეჩმენ-ვალდეკმა - გავლენიანი ქალი მიუზიკლების სფეროში, მისი პროდიუსერი გახდა და შესთავაზა ესმერალდას როლი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში".
2005 წელს სოფო ნიჟარაძე რუსეთის სახელით მონაწილეობდა "ახალ ტალღაში", სადაც მეშვიდე ადგილი აიღო.
"პრანჭია, ნამდვილი დედოფალა" - სოფო ნიჟარაძე უსაყვარლესი ელის-მარიას ფოტოს აქვეყნებს
სოფოს დებიუტი ქართველი მსმენელის წინაშე 2009 წლის ივლისში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის, ჯოზეფ ბაიდენისთვის მიძღვნის ოფიციალურ საღამოზე შედგა.
2010 წელს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ნიჟარაძე 2010 წლის "ევროვიზიის" კონკურსზე საქართველოს წარმდგენად დაასახელა. იმ წელს საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე ქულათა საერთო ჯამით მეცხრე ადგილზე გავიდა.
2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი.
„ალისას დედიკოს კაბა აცვია“ - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილის, ელის-მარიას ფოტოებს აქვეყნებს