დები რეინოლდსი და ელიზაბეტ ტეილორი ჰოლივუდის ოქროს ხანის გამორჩეულ მსახიობები ითვლებიან. ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ და უახლოესი მეგობრები იყვნენ. მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა პირადი სკანდალი, რომლის შესახებაც ჰოლივუდს მაშინდელი პრესა წერდა - ტეილორმა რეინოლდს ქმარი "წაართვა."
რეინოლდსისა და ტეილორის მეგობრობა ბავშვობაში დაიწყო. მსახიობები ერთმანეთს პირველად კინოსტუდიაში შეხვდნენ.
"როცა MGM-ში მივედი დაახლოებით 17 წლის ვიყავი, ლიზიც იქ იყო. ჩვენ სკოლაში ერთად დავდიოდით... მე დამწყები მსახიობი ვიყავი, ლიზი კი უკვე ვარსკვლავი იყო. მიუხედავად ამისა, ძალიან დავახლოვდით. მიხაროდა, როცა ვამბობდი, რომ სკოლაში ელიზაბეტ ტეილორთან ერთად დავდიოდი“ - ამბობდა დები რეინოლდსი.
მისი სამკაულების კოლექცია 140 მილიონ ფუნტზე მეტად შეფასდა: ელიზაბეტ ტეილორის ყველაზე ძვირადღირებული სამკაულები
მათი მეგობრობა მაშინაც გაგრძელდა, როცა დები ცოლად მომღერალ ედი ფიშერს გაჰყვა. ამ პერიოდში მისი სამსახიობო კარიერაც ვითარდებოდა. რეინოლდსი ვარსკვლავად ფილმის "Two Weeks With Love“ გამოსვლის შემდეგ გახდა, რასაც მოგვიანებით საკულტო მიუზიკლი "Singin' in the Rain“ მოჰყვა და მსახიობს ოსკარის ნომინაციაც მოუტანა. ედი ფიშერთან მას ქალიშვილი (მოგვიანებით „ვარსკვლავური ომების“ მსახიობი) კერი ფიშერი შეეძინა.
"ღმერთს ვემუდარებოდი, ვპირდებოდი, რომ დამჯერი, მორჩილი გოგო გავხდებოდი, ოღონდ შვილი მოეცა“ - ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების უცნობი ფაქტები
ქორწინების პირველ წლებში რეინოლდსი და ფიშერი ჰოლივუდის მომხიბვლელი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და დროს ტეილორისა და მისი მაშინდელი მეუღლის, მაიკ ტოდის გარემოცვაში ატარებდნენ. ედი ფიშერი მაიკ ტოდის მეჯვარე იყო.
ქორწინებიდან მალევე ტოდი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ფიშერი მაშინვე ელიზაბეტის დასამშვიდებლად წავიდა, ერთი თვის შემდეგ კი დების დაშორდა.
რეინოლდსი ქმრის ღალატმა გაანადგურა. ეს ამბავი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდ და ცნობილ სკანდალად იქცა. მსახიობმა ამ თემაზე საჯაროდ მხოლოდ ერთხელ ისაუბრა.
„ელიზაბეტის მიმართ ზიზღი არასდროს მიგრძნია. კაცი არ ტოვებს ცოლს სხვა ქალის გამო, თუ მას წასვლა არ უნდა. იცით, როცა მაიკ ტოდი გარდაიცვალა, ედი გავგზავნე ელიზაბეთის დასახმარებლად. არა მგონია, რომ მას ედი ოდესმე უყვარდა. უბრალოდ მძიმე პერიოდის დროს გვერდით მხოლოდ ის აღმოაჩნდა“ - ამბობდა რეინოლდსი.
"სქელი" მაჯები და "გამოწეული" ყურები: რა კომპლექსები აწუხებდა მერილინ მონროს
მეგობრებს შორის განხეთქილება წლების განმავლობაში შენარჩუნდა. რეინოლდსი ხელახლა დაქორწინდა, ამჯერად მილიონერ ბიზნესმენ ჰარი კარლზე, 1964 წელს ტეილორი და ფიშერი განქორწინდნენ.
რამდენიმე წლის შემდეგ ელიზაბეტი და დები ერთმანეთს შეხვდნენ და მათი მეგობრობაც განაახლეს. 2001 წელს მათ ერთად ითამაშეს სატელევიზიო კომედიურ ფილმში, This Old Broads.
რაც შეეხება ედი ფიშერს, იგი ტეილორთან განქორწინების შემდეგ კიდევ სამჯერ დაქორწინდა. მისი პოპულარობა წლების გასვლასთან ერთად იკლებდა. საბოლოოდ, მსახიობი 2010 წელს გარდაიცვალა.
დებიმ და ელიზაბეტმა მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს. გარდაცვალებამდე ტეილორმა დების საფირონის საყურე და ყელსაბამი უანდერძა.
დები რეინოლდსი 2016 წელს, შვილის, კერი ფიშერის გარდაცვალებიდან ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.