ამელია ერჰარტი ამერიკელი მფრინავი იყო, რომელიც 1937 წელს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ერჰარტი გახდა პირველი ქალი, რომელმაც გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს. იგი ოფიციალურად გარდაცვლილად 1939 წელს გამოცხადდა.
ამელია ერჰარტი 1897 წლის 24 ივლისს აჩისონში, კანზასში დაიბადა. ადრეული ბავშვობის დიდი ნაწილი ბებია-ბაბუის ოჯახში გაატარა. მამა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და სამუშაოს ვერ პოულობდა, ამიტომ ოჯახს ფინანსურად უჭირდა.
სკოლაში ადრეული მიდრეკილება გამოავლინა მეცნიერებისა და სპორტის მიმართ, თუმცა მეგობრების შეძენა ყოველთვის უჭირდა. 1915 წელს, ამელიას დედა, ემი ქმარს დაშორდა და შვილებთან ერთად ჩიკაგოში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ყოფნისას ერჰარტი ჰაიდ პარკის საშუალო სკოლაში სწავლობდა, სადაც საკმაოდ წარმატებულ სტუდენტად ითვლებოდა.
პირველ მსოფლიო ომში წითელი ჯვრის მედდის თანაშემწედ მუშაობდა, სწორედ ამ დროს გაიცნო დაჭრილი მფრინავები.
ერჰარტი მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოზე, ფოტოგრაფიიდან დაწყებული სატვირთო მანქანის მძღოლით დამთავრებული, ცდილობდა საკმარისი თანხა გამოემუშავებინა იმისთვის, რომ პირველი ქალი მფრინავის, ანიტა "ნეტა" სნუკის მოსწავლე გამხდარიყო.
1922 წლის 22 ოქტომბერს ერჰარტი თავისი ვერტმფრენით აფრინდა 14000 ფუტის სიმაღლეზე - სიმაღლის მსოფლიო რეკორდი ქალი პილოტებისთვის. 1923 წლის 15 მაისს გახდა მე-16 ქალი, რომელსაც აერონავტიკის მსოფლიო მმართველმა ორგანიზაციამ პილოტის მოწმობა მიანიჭა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერჰარტის ფინანსებს დედამისი აკონტროლებდა, მაგრამ 1924 წლისთვის ფული ამოიწურა. საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილმა ერჰარტმა თავისი ვერტმფრენი გაყიდა. 1925 წელს იგი კვლავ ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტში, მაგრამ შეზღუდული ფინანსების გამო იძულებული გახდა სწავლა დაეტოვებინა. ერჰარტი ჯერ მასწავლებლად, შემდეგ სოციალურ მუშაკად მუშაობდა.
ამელია ავიაციას 1927 წელს დაუბრუნდა და ამერიკის აერონავტიკული საზოგადოების ბოსტონის განყოფილების წევრი გახდა.
1932 წლის 20 მაისს, ერჰარტი პირველი ქალი გახდა, რომელმაც მარტომ გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს. ერჰარტი დილით აფრინდა ჰარბორ გრეისიდან, დანიშნულების ადგილი პარიზი უნდა ყოფილიყო. თითქმის მაშინვე ფრენა გაუჭირდა, დაახლოებით 12 საათის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა. ამელია მიხვდა, რომ პარიზში ჩასვლას ვერ მოახერხებდა, ამიტომ ახალი ადგილის ძებნა დაიწყო. საბოლოოდ, ჩრდილოეთ ირლანდიაში, პატარა სოფელ კულმორში დაეშვა.
1932 წლის 22 მაისს ერჰარტი გამოჩნდა ლონდონის ჰანვორტის აეროდრომზე, სადაც მას ადგილობრივი მცხოვრებლები დახვდნენ. ამ ფრენამ იგი საერთაშორისო გმირად აქცია.
ერჰარტის მცდელობა გამხდარიყო პირველი ადამიანი, ვინც დედამიწას ეკვატორის გარშემო შემოუვლიდა, მისი გაუჩინარებით დასრულდა. მან შეიძინა Lockheed Electra L-10E ვერტმფრენი. ერჰარტის ნავიგატორი ბრწყინვალე მფრინავი, ფრედ ნუნანი იყო.
1937 წლის 2 ივლისს ამელიამ და ფრედმა ახალი გვინეა დატოვეს და პატარა ამერიკულ კუნძულზე გაფრინდნენ, სადაც საწვავის შევსებას აპირებდნენ. მაგრამ ადგილზე არ ჩასულან.
2 ივლისს აფრენის მოწმეებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა დაზიანებულიყო რადიოს ანტენა. ამბობდნენ იმასაც, რომ მოღრუბლული პირობების გამო, ნოონანს ნავიგაცია გაუჭირდებოდა. ერჰარტის ბოლო რადიო შეტყობინება ადგილზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც ცხადი იყო, რომ საწვავი იწურებოდა.
დაკარგული მფრინავების ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყეს. მიუხედავად 66 თვითმფრინავისა და ცხრა გემის ძალისხმევისა - მათი პოვნა ვერ მოხერხდა. ოფიციალური ძებნა 1937 წლის 18 ივლისს დასრულდა. 1939 წლის 5 იანვარს ლოს-ანჯელესის უზენაესმა სასამართლომ ერჰარტი გარდაცვლილად გამოაცხადა.
1940 წელს, წყნარ ოკეანეში, კუნძულ ნიკუმაროროზე აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც სავარაუდოდ მამაკაც პილოტს ეკუთვნოდა. 2013 წელს, კუნძულის მახლობლად, სონარის ბოლოში ნახეს თვითმფრინავის ნამსხვრევებიც.
გამოკვლევებით დადგინდა, რომ ჩონჩხი არც ამელიას და არც ფრედს არ ეკუთვნოდა.