ზურა ყიფშიძე ქართული კინოს გამორჩეული სახე, ეპოქის ხატი და განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის ობიექტია. 1972 წელს ეკრანებზე ლანა ღოღობერიძის ფილმი "როცა აყვავდა ნუში" გამოვიდა. მათ, ვისაც ფილმი უნახავს ან სმენია მაინც მისი სახელი, ალბათ, თვალწინ, პირველ რიგში, ზურა ყიფშიძის პერსონაჟი დაუდგება. სწორედ ეს როლი გახდა ახალგაზრდა მსახიობისთვის მწვერვალების დაპყრობის, კარიერული ზრდისა და დიდი წარმატების საწყისი. ზურას თანატოლები თუ უბრალოდ ახლობლები დღემდე ხშირად იხსენებენ იმასაც, რომ განსაკუთრებული ქარიზმის მატარებელ ამ შესანიშნავ მსახიობს მუდმივად თან სდევდა გულშემატკივრების უდიდესი არმიის სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც არსად გამქრალა და ზურა ყიფშიძე დღესაც ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობია.
"ეპოქის ორი ხატი, ორი მშვენება" - ზურა ყიფშიძისა და ლიკა ქავჟარაძის ნაკლებად ცნობილი კადრები
ზურა ყიფშიძის დედა, ასევე ცნობილი მსახიობი ელენე ყიფშიძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. როგორც ყიფშიძეების ოჯახთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, დედა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონია.
"მახსოვს, ლენამ რომ იმშობიარა, პირველ დღეს მე და ჩემი მეუღლე მივედით მოსანახულებლად. შავი, გამხდარი, უშნო ბავშვი იყო ზურა. მიგვიყვანა ლენამ ბავშვის საწოლთან და გვეუბნება: ნახეთ, რა ლამაზი ბავშვია, გინახავთ ასეთი სილამაზეო? ზურიკოს გვარი და მამის სახელი ბაბუამ მისცა. ლაპარაკობდნენ, ვითომ, ზურა ეროსის შვილიაო; თვითონ ზურაც გაურკვევლობაში, დაბნეული იყო. მამა გვიან გაიცნო და ბოლომდე მეგობრობდნენ. ლენას ზურა მსახიობ ავთო ვერულეიშვილისგან შეეძინა, რომელთან ერთადაც იდგა სცენაზე წლების განმავლობაში. იმ დროისთვის ეს თამამი ნაბიჯი იყო, მაგრამ ლენას ოჯახიდან ამას არანაირი წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, პირიქით, ბავშვის დაბადებას ყველა დიდი სიხარულით შეხვდა. ზურიკო დეიდების გარემოცვაში იზრდებოდა, ვინაიდან ლენა ძალიან დაკავებული იყო თეატრში.
"ეს დღეც დადგა! მალე ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან" - როდის იგეგმება მსახიობისთვის ვარსკვლავის გახსნა
ლენა ისეთი დედა იყო, რომ მათ დედაშვილობაზე თურმე ანეკდოტები დადიოდა. ერთხელ, გენერალურ რეპეტიციაზე. უცებ ამდგარა ლენა და უთქვამს, უნდა წავიდეო. ყველას გაუკვირდა – როგორ, გენერალური რეპეტიციაა და სად მიდიხარო. არა, უნდა წავიდე, ზურა ჩამოდისო... ზურასაც არანორმალურად უყვარდა დედა. მე არ მინახავს, დედა-შვილი სულიერად ისე ახლოს ყოფილიყო ერთმანეთთან, როგორც ესენი იყვნენ. შენიშვნას რომ მისცემდა, ზურა აღტაცებული უსმენდა. მერე მომიტრიალდებოდა ლენა და მეტყოდა: ხედავ, რა ჭკვიანია? ჩემზე ჭკვიანია. იმის ნაცვლად, რომ სწყენოდა, გაუხარდაო. - იხსენებს ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ლენა ყიფშიძის ბავშვობის მეგობარი ნუნუ ებანოიძე.
"ჩხუბიც გვქონია, გაყრაც... იდეალური ქმარი არ ვარ, მაგრამ ერთგულება რა არის ვიცი" - ზურა ყიფშიძის მეუღლე, ოჯახური ცხოვრება და ერთადერთი სიყვარული
ელენე ყიფშიძის პირველი მეუღლე ეროსი მანჯგალაძე იყო. ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი დაქორწინდნენ. მათი ურთიერთობა არ აეწყო ფა მალე დაშორდნენ. წლების განმავლობაში ყველას ეგონა, რომ ზურა ყიფშიძე ეროსი მანჯგალაძის შვილი იყო:
"მამის ფენომენი ცოტა რთული და გაუგებარი იყო ჩემთვის. უკვე დიდი ვიყავი და დედაჩემს ვეკითხებოდი: გამაგებინე, ვინაა მამაჩემი-მეთქი. მახსოვს, ერთხელ სოფელში რომ ვიყავით, ასე წარმადგინეს: გაიცანით, ეს ეროსის ბიჭიაო. გავგიჟდი, მეთქი ვინ ეროსის ბიჭი ვარ, დავიწყე ყვირილი, ბოლო-ბოლო გამაგებინეთ ვინ ვარ, რა ვარ, ვისი შვილი ვარ... 13-14 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო მამაჩემი - მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო ვერულეიშვილი. აღმოჩნდა, რომ უფროსი ძმაც მყავს, ისიც ზურიკო. ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა, მიმიღეს და მეც მივიღე. მამაჩემი ძალიან კარგი ტიპი იყო. მაინც დამნაშავედ თვლიდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემს არაფერი მოუთხოვია მისგან" - ამბობდა ზურა ყიფშიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.